ზოგიერთი სანელებელი ფიტოქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის სიმსივნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ასეთ სანელებლებს ინდოელი სპეციალისტები ასახელებენ.
კურკუმა. სანელებლის მთავარი კომპონენტი კურკუმინია, რომელიც თავისი ფენოლური ნივთიერების წყალობით სიმსივნის შემაფერხებელ მოქმედებას ფლობს. დღესდღეობით კურკუმა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. სწორედ ანთება იწვევს უჯრედების მუტაციის და სიმსივნის ახალი წარმონაქმნების განვითარების პროცესებს.
ნიორი. ის გოგირდის ორგანულ ნაერთს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის განვითარების შეფერხება შეუძლია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნივრის მომწიფებული ექსტრაქტი ორგანიზმის იმუნური სისტემის დამცავ ფუნქციებს აძლიერებს, ორგანიზმიდან კანცეროგენების გამოდევნას ხელს უწყობს, დეტოქსის ეფექტის მქონე ფერმენტებს ააქტიურებს.
„სანელებლის ექსტრაქტი ზოგიერთი სახეობის სიმსივნის განვითარების შეფერხებაში დაგეხმარებათ, მათ შორისაა მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, კუჭის, ფილტვის და შარდის ბუშტის სიმსივნე“ – ამბობენ ექსპერტები.
კოჭა. ახალი კოჭის მთავარი ბიოაქტიური ნაერთებია გინგეროლი და ზინგერონი (ხმელში მდებარეობს), რომლებიც ძლიერ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ. ამ თვისებების წყალობით კოჭა სიმსივნის განვითარებისგან დაგიცავთ.
შავი წიწაკა. სანელებელი ძუძუს კიბოს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. შავი წიწაკის (განსაკუთრებით პიპერინი) ნაერთები ორგანიზმზე ანტიოქსიდანტების მსგავსად მოქმედებენ. ჟურნალში „ძუძუს კიბოს გამოკვლევა და მკურნალობა“ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შავი წიწაკა კურკუმასთან ერთად სარძევე ჯირკვლების სიმსივნის ღეროვანი უჯრედების ზრდას აფერხებენ და ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებენ.
თავშავა. სანელებელი შეიცავს მოლეკულა კარვაკროლს, რომელიც ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალების მსგავსად მოქმედებს და სიმსივნის უჯრედების გავრცელებას აფერხებს.
„ამ სანელებელში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დაზიანებას ანეიტრალებენ და ამით სიმსივნის შეფერხებას ხელს უწყობენ“ – ამბობენ სპეციალისტები.