თევზი და სტაფილო თვალის ჯანმრთელობას აძლიერებენ

1705

სწორი კვება თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტები არსებობს.

წყალი. აბსოლუტურად აუცილებელია მათთვის, ვისაც კარგი მხედველობა სჭირდება. დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი დალიეთ. ასე თვალის სიმშრალეს თავიდან აიცილებთ.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. ასეთი ბოსტნეული ლუტეინით, ზეაქსანტინით და C ვიტამინით გაჯერებულია. რაც შეიძლება ბევრი ისპანახი, ხუჭუჭა და ფოთლოვანი კომბოსტო მიირთვით.

კვერცხი. ლუტეინის და ზეაქსანტინის შესანიშნავი წყარო. მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას აფერხებს. ასევე კვერცხი C და E ვიტამინების და თუთიის კარგ წყაროდ ითვლება.

სტაფილო. სტაფილო და მისი წვენი ბევრ A ვიტამინს და ბეტა-კაროტინს შეიცავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტებია, რომლებიც მხედველობის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად გჭირდებათ.

ბატატი. ტკბილი კარტოფილი ასევე ბევრ ბეტა-კაროტინს და E ვიტამინს შეიცავს. ის თვალის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით ძალიან სასარგებლოა. ამის შესახებ The Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს