ძლიერი მკვებავი ნივთიერებების შემცველი ზოგიერთი პროდუქტი „ასაკობრივი“ დაავადებების შეფერხებაში დაგეხმარებათ, რომლებიც 40 წლის შემდეგ განვითარებას იწყებენ. ექსპერტები გირჩევენ, რომ რაციონში ნუში, შვრია, თევზი და პომიდორი აუცილებლად ჩართოთ. ამის შესახებ the Health Site წერს.
ასაკის მატებასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი ორგანოს ფუნქცია სუსტდება. რაც უფრო ასაკოვანი ვხვდებით, სხვადასხვა დაავადებების მიმართ მით უფრო მიდრეკილი ვარ. მაგალითად, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰიპერტონია და ქოლესტერინის პრობლემები. თქვენი სხეული ამ დაავადებებისგან რომ დაიცვათ და კარგი ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, 40 წლის შემდეგ ცხოვრების წესი, განსაკუთრებით კვების ჩვევები უნდა შეცვალოთ.
სპეციალისტებმა 5 პროდუქტი დაასახელეს, რომელიც თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს.
ნუში. სამეცნიერო კვლევა ნუშის მიღებას სისხლში შაქრის დაბალ დონეს უკავშირებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისგან დაცვას გულისხმობს.
სოიოს ლობიო. ის დიდი რაოდენობით იზოფლავონებს შეიცავს. ეს ნივთიერება დაგეხმარებათ, რომ ქოლესტერინის დონე შეამციროთ, ძვლების სიმკვრივე გაზარდოთ და მამაკაცის ნაყოფიერება გააუმჯობესოთ.
პომიდორი. ის ანტიოქსიდანტი ლიკოპენის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისა და განვითარებისგან, ასევე არტერიებს ათეროსკლეროზის განვითარებისგან იცავს. პომიდვრის წვენი პროსტატის, ფილტვების, კუჭის სიმსივნის და გულის დაავადებების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.
თევზი. ის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია, რომელიც ანთებისგან და მასთან დაკავშირებული გულის და ტვინის დაავადებებისგან დაგიცავთ. 40 წლის შემდეგ ზღვის თევზის მიღება მეხსიერებას აუმჯობესებს, მოწევით გამოწვეულ ზიანს ამცირებს და უჯრედებს აღადგენს.
შვრია. ის ბეტა-გლუკანებს, უჯრედისს შეიცავს, რომელიც ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 3 გრ შვრიის მიღებაც კი ცუდი ქოლესტერინის დონის 5-10%-ით შემცირებას ხელს უწყობს.