ბატატი და ბროკოლი ყაბზობის დროს დაგეხმარებათ

1735

თუ რეგულარულად ყაბზობა გაწუხებთ, ბატატი და ბროკოლი ხშირად მიიღეთ. ეს საუკეთესო კვების პროდუქტებია, რომლებიც ნაწლავების მუშაობას სწრაფად დაარეგულირებენ.

ბატატი. იგივე ტკბილი კარტოფილი ბოჭკოების და A ვიტამინის მდიდარი წყაროა. ტკბილი კარტოფილი ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ. ქიმიოთერაპიის გავლის დროსაც კი პაციენტებს შეუძლიათ შექმნილ ყაბზობას ბატატის დახმარებით ებრძოლონ.

შვრიის მარცვლები. ბოჭკოების კიდევ ერთი შესანიშნავი წყარო. შვრია ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. შვრიის ფაფას უფრო საინტერესო გემოს მისაცემად შეგიძლიათ კაკალი და კენკრა დაუმატოთ.

ისპანახი. ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველყოფს. ასევე ნაწლავების მოძრაობას ამარტივებს. ძალიან სასარგებლო მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულია.

ვაშლი. როგორც ინგლისური ანდაზა ამბობს, დღეში ერთი ვაშლი ექიმებს თქვენგან შორს დააკავებს. ეს სიმართლეა, რადგან ვაშლი პექტინებს, სპეციალურ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც ნაწლავების ჯანსაღ მოძრაობას ხელს უწყობენ.

ბროკოლი. კიდევ ერთი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, რომელიც ბოჭკოებით, C და K ვიტამინებით გაჯერებულია. მისი მიღება ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის რეკომენდებულია. ამის შესახებ The Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს