ხშირად ბოყინი შეიძლება ინფარქტის წინამორბედი იყოს

2368

გაზების დაგროვების და გულმკერდში ტკივილის შეგრძნება, რომელსაც ხშირი ბოყინი ახლავს, შეიძლება მომასწავებელი ინფარქტის შესახებ ორგანიზმის სიგნალი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express წერს.

გულის შეტევის ადრეული ნიშნების ცოდნა დაავადების სწრაფი აღმოჩენისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გულის შეტევა ხშირად ნელა იწყება და არც ისე დრამატულად ვითარდება, როგორც ამას ფილმებში ვხედავთ.

„არსებობს ნაკლებად ცნობილი ნიშანი, რომელიც ამავდროულად სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების საკმაოდ გავრცელებული წინამორბედი სიმპტომია – ესაა გახშირებული ბოყინი“ – აცხადებენ კარდიოლოგები.

ისინი სულთან კაბუსის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე გვითითებენ. კვლევის ფარგლებში 62 წლის მამაკაცის დაავადების ისტორია შეისწავლეს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა რაღაც მომენტში ბოყინი დაეწყო. 2 თვიანი ხშირი ბოყინის შემდეგ პაციენტმა ექიმებს მიმართა. ექიმებმა მას გულის იშემიური დაავადება აღმოუჩინეს, რომელიც გულის შეტევის განმსაზღვრელი მიზეზია.

„დროდადრო, ჭამის ან დალევის შემდეგ გულძმარვა ბუნებრივი მოვლენაა. თუ ადამიანს გულძმარვა ხშირად აწუხებს, ადრე კი მსგავსი პრობლემა არ ჰქონია – ამან უნდა შეგაშფოთოთ. გაზების დაგროვების და მკერდში ტკივილის შეგრძნება ბოყინთან ერთად შეიძლება გულის შეტევის ნაადრევი გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს“ – განმარტავენ მკვლევარები.

მეცნიერები შეგახსენებთ, რომ მკერდში დისკომფორტი და მხრების ტკივილი შესაძლო ინფარქტის ზოგადი სიმპტომებია როგორც ქალებში, ასევე კაცებში. ამასთან, კაცებში რისკი მნიშვნელოვნად იზრდება 45 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში – 55 წლის შემდეგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს