ექიმები თვლიან, რომ ქალებისთვის ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში ჯდომა სახიფათოა

2451

ფეხი ფეხზე გადადებული პოზა, რომელიც ქალებს ასე ძალიან უყვართ, შეიძლება ჯანმრთელობას ძლიერ ზიანს აყენებდეს. ექიმების თქმით, ეს ვარიკოზული ვენების გაფართოებას და წნევის მატებას იწვევს.

ნერვული დაბოლოებების დაჭიმვა. ფეხების გადაჯვარედინების დროს მჯდომარე ქალის არა მხოლოდ დამხმარე კიდურები იტანჯება. ფეხი, რომელიც ზემოდან მდებარეობს, ასევე ზეწოლას განიცდის. შედეგად, მუხლქვეშა ორმოდან გამავალ პერონეალურ ნერვზე ზეწოლა ხდება. მსგავსი დარღვევის ნიშნებია ტერფების და ქვემო კიდურების გაშეშება. როცა ეს ნერვის შეუქცევად დაზიანებას იწვევს, ტერფების და ფეხის თითების დამბლის რისკი წარმოიქმნება.

გაზრდილი არტერიული წნევა. ექიმები აღნიშნავენ: ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში არა მხოლოდ ნერვების, არამედ ვენების დაჭიმვა ხდება. განსაკუთრებული საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ გული საკმარისი რაოდენობის სისხლს და ჟანგბადს ვეღარ იღებს. ამ დროს სხვა სისხლძარღვებიც ამ ფუნქციას იღებენ, რაც დატვირთვას ზრდის. შედეგად, არტერიული წნევა მატულობს. იმ შემთხვევაში, როცა ნერვები შეუქცევადად დაზიანებულია, წნევა ფეხების პოზის შეცვლის შემდეგაც ნორმალურ მდგომარეობას არ უბრუნდება.

ვარიკოზული გაფართოებული ვენები. ექიმები თვლიან, რომ ქალებში გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა ვარიკოზის წარმოქმნის დამოუკიდებელი მიზეზი არაა, მაგრამ არსებობს ფაქტორები (სიმსუქნე, გენეტიკური მიდრეკილება, ორსულობა), რაც ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში სისხლძარღვების დაზიანების რისკს ზრდის. მათი არსებობის დროს შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზიც ჩამოყალიბდეს.

გაუარესებული დგომა. ფეხი ფეხზე გადადება არაბუნებრივი პოზაა. არა მხოლოდ ქალები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ყოველდღე ასეთ პოზაში დიდხანს ზის, მოხრილი ზურგის და გადაჯვარედინებული მენჯის მიღებას რისკავს, ამას კუნთების და სახსრების მუდმივი ტკივილი და დისკომფორტი ემატება, განმარტავენ ექიმები.

„თუ იძულებული ხართ, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით იცხოვროთ და დღის განმავლობაში სამუშაოზე სკამზე დიდხანს იჯდეთ, როგორც მინიმუმ, სწორად დაჯექით და ფეხები ერთმანეთს არ გადაადოთ. საათში მინიმუმ ერთხელ მაინც ადექით, რამდენიმე წუთით გაჩერდით და გახურდით“ – გირჩევენ სპეციალისტები Germania-one-იდან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს