ნატურალური საშუალებები სოკოვანი ვაგინალური ინფექციების საწინააღმდეგოდ

3359

სოკოვანმა ვაგინალურმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ქავილი და ტკივილი, რომელიც ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს. რამდენიმე ნატურალური საშუალების დახმარებით ამ ინფექციებთან გამკლავებას შეძლებთ.

ბორის მჟავა. ძალიან ეფექტური საშუალებაა. თქვენ შეგიძლიათ ბორის მჟავის სპეციალური ვაგინალური კაფსულები შეიძინოთ, რომლებიც ბევრ აფთიაქში იყიდება. ბორის მჟავა განსაკუთრებით ეფექტურია განმეორებითი ინფექციების სამკურნალოდ.

ჩაის ხის ზეთი. მას სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია, რადგან ობს და სოკოს ანადგურებს. ჩაის ხის ზეთი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სოკოვანი ვაგინალური ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეთერზეთის მიმართ შეიძლება ალერგია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, გამოყენების წინ მცირე ტესტი ჩაიტარეთ.

იოგურტი. ის პრობიოტიკებს შეიცავს, რომლებიც მთელ ორგანიზმში ბაქტერიების და სოკოს ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ იოგურტი საშოს ზონაში დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ სოკოვან ინფექციებს ეფექტურად ებრძვის.

ქოქოსის ზეთი. მას ასევე სოკოს საწინააღმდეგო თვისება გააჩნია. სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ორგანული ქოქოსის ზეთი სხეულზე წაისვათ ან შიგნით მიიღოთ.

ნიორი. ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და თავისი სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. ნიორი უშუალოდ ინფექციის ადგილას წაისვით იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოთ. ამ პროდუქტის გამოყენების წინ სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. ამის შესახებ The Health Site წერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს