ზოგიერთი მცენარე დიარეის სიმპტომების შემცირებაში ძალიან ეფექტურია. აი, 5 საუკეთესო მცენარე პროფესიონალების აზრით.
კერატის ხე. კერატის ხე შეიცავს ტანინებს, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე ზემოქმედების დროს შემკვრელი თვისებები გააჩნია. კერატის ხის ღეროები წყალს აკავებს და წლიანი განავლის გამოსვლას აჩქარებს.
კოწახური. კოწახური გამოხატულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას ფლობს. ასევე მას ანტიპროტოზოული თვისება გააჩნია. პროტოზოულ დაავადებებს მიეკუთვნება ლამბლიოზი, დიზენტერია, კანდიდოზი და ქოლერის ვიბრიონი, რომელთაც დიარეა იწვევს.
ექინაცეა. ექინაცეას აქტიური ინგრედიენტები, პოლისაქარიდები და ალკამიდები ორგანიზმის იმუნურ რეაქციებს სტიმულირებენ. ამ მცენარეში პოლიაცეტილენი შედის, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ვირუსის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
ძირყვითელა. ეს მცენარე მდიდარია ბერბერინით, რომელიც მაკროფაგების აქტივობას ზრდის, რომელიც თავის მხრივ ბაქტერიებს და ვირუსებს ებრძვის. ძირყვითელა იმუნური სისტემის სტიმულირებას ხელს უწყობს.
მრავალძარღვა. მცენარე დიდი რაოდენობით ლორწოს და ბოჭკოებს შეიცავს, რის გამოც დიარეის და ყაბზობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მრავალძარღვის თესლი სივდება, წყალს შთანთქას, რაც განავლის გამტარობას ზრდის და მის სწრაფად გამოსვლას ხელს უწყობს. ამის შესახებ The Health Site წერს.