რატომ გვიბუჟდება ფეხის თითები: 7 ყველაზე მეტად სახიფათო მიზეზი

2794
photo by andreas160578 on Pixabay

ზოგიერთ შემთხვევაში ფეხის თითების დაბუჟება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს. მაგალითად, მეტაბოლური დარღვევის და დიაბეტის განვითარებას, გაფანტულ სკლეროზს, ზურგის ტვინის დაზიანებას და ინსულტს.

ხშირად ფეხის თითები საკმაოდ უვნებელი მიზეზის გამო ზიანდება, როგორიცაა ვიწრო ფეხსაცმლის ტარება ან სიცივის ზემოქმედება. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უმნიშვნელო სიმპტომი შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე სახიფათო პროცესებს უკავშირდებოდეს. ეს თითების დაბუჟებასაც ეხება.

დიაბეტი. როცა სისხლში შაქრის მაღალი დონე ნერვებს აზიანებს, შეიძლება დიაბეტური ნევროპათია განვითარდეს. მისი ნიშნებია ფეხის თითების და ტერფების დაბუჟება და ჩხვლეტა. დიაბეტიკებმა ფეხები ყოველდღე უნდა შეიმოწმონ, ფეხშიშველა სიარულს თავი უნდა აარიდონ და აუცილებლად სწორად შერჩეული ფეხსაცმელი ჩაიცვან.

პერიფერიული არტერიების დაავადებები. ის არტერიებში დაგროვებულ ნადებთან ერთად ვითარდება. პერიფერიული არტერიების დაავადება შეიძლება მაღალი არტერიული წნევის ან ქოლესტერინის არაჯანსაღი დონის, ასევე დიაბეტის ფონზე განვითარდეს. ფეხის თითების და ტერფების დაბუჟება ამ უსიამოვნო დარღვევის ერთ-ერთი ნიშანია.

გაფანტული სკლეროზი. ეს ქრონიკული დაავადება თავის და ზურგის ტვინს აზიანებს, მათი გამტარობის დარღვევის სიგნალებს იწვევს. გაფანტული სკლეროზი რამდენიმე სიმპტომს იწვევს, მათ შორისაა სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟება და ჩხვლეტა. ასევე შეიძლება სიარულის გართულება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და ფსიქიკური ცვლილებები გამოიწვიოს.

ზურგის ტვინის დაზიანება. ზურგის ტვინი მთელ სხეულში ნერვული შეტყობინებების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი. მისი დაზიანება ფეხის თითების დაბუჟებით ან სითბოს უგრძნობლობით შეიძლება გამოვლინდეს.

ზურგის ტვინის დაზიანების მიზეზები შეიძლება იყოს

  • უბედური შემთხვევა
  • ზურგის ან სხეულის ძლიერი დარტყმა
  • ართრიტი
  • სიმსივნე
  • ვიტამინის დეფიციტი

B12 ვიტამინის დეფიციტი. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ორგანიზმში პერნიციოზული ანემია ვითარდება, რაც წითელი სისხლის უჯრედების წარმოებას შემცირებას იწვევს. საჭირო რაოდენობის ერითროციტების გარეშე ადამიანი თავს სუსტად და დაღლილად გრძნობს. ასევე შეიძლება ნერვების, მათ შორის დაბუჟების პრობლემები წარმოიქმნას.

ინსულტი. ინსულტი ვითარდება, როგორც თავის ტვინის სისხლით ნორმალურად მომარაგების შეწყვეტის შედეგი. ინსულტის შემდეგ ადამიანი დარჩენილ სიმპტომებს იგრძნობს, როგორიცაა დაბუჟება, ან სიცივის ან ტკივილის უგრძნობლობა. ეს სიმპტომები ნერვების დაზიანებაზე საუბრობს.

ვასკულიტი. ვასკულიტი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა იმუნური სისტემა ჯანსაღ სისხლძარღვებს უტევს. ვასკულიტის გამოწვევა რამდენიმე დაავადებას შეუძლია, მათ შორისაა:

  • წითელი მჭამელი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ბ ჰეპატიტი
  • ც ჰეპატიტი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს