გერმანელმა ექიმებმა პოპულარული მედიკამენტები დაასახელეს, რომლებმაც შეიძლება გასტრიტი გამოიწვიონ

1412
photo by Pixel_perfect on Pixabay

გასტრიტის განვითარება, რომლის დროსაც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები მიმდინარეობს, შეიძლება რიგი მედიკამენტების მიღებამ გამოიწვიოს, მათ შორისაა პოპულარული და ხელმისაწვდომი მედიკამენტები, რომლებიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება. მაგალითად, გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენმა და დიკლოფენაკმა, გვაფრთხილებენ გერმანელი ექიმები. იმის შესახებ, რომ მწვავე გასტრიტის განვითარებას ხშირად მედიკამენტები იწვევენ, Focus.de წერს.

„პირველ რიგში, ესაა სელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი და დიკლოფენაკი, მაშინაც კი, თუ მათ მალამოების და სანთლების სახით იყენებენ. ასევე, ესაა მედიკამენტი, რომელიც აცეტილს შეიცავს, და სიცხის დამწევი პრეპარატები“ – ამბობს დაგმარ მაინცი, გერმანიაში გასტროენტეროლოგების პროფესიული ასოციაციის პრესსპიკერი.

გასტრიტის შემთხვევაში ადამიანს მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ქოშინი, გულისრევა და სავსე კუჭის შეგრძნება აწუხებს. მწვავე გასტრიტი განსაკუთრებით სახიფათოა. ის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისთვის კარგ ნიადაგს ქმნის, ხოლო ქრონიკული ფაზაში გადასვლისას კი კუჭის სიმსივნის რისკს ზრდის.

გერმანელი ექიმი დაგმარ მაინცი გასტრიტის განვითარებაზე ყავის უნარს უარყოფს, მაგრამ გვაფრთხილებს, რომ თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება კუჭზე დამღუპველ გავლენას ახდენს.

„კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან ყავას საერთო არაფერი აქვს. ალკოჰოლი სწორედ მწვავე გასტრიტის განვითარებას უკავშირდება, ხოლო მოწევა სისხლდენის შემცირებას იწვევს, მათ შორის კუჭის ლორწოვან გარსში, რაც მკურნალობის პროცესს აფერხებს“ – განმარტავს ექსპერტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს