გარეგნობის გაუარესება იმაზე საუბრობს, რომ ორგანიზმი თუთიის დეფიციტით იტანჯება: კერძოდ, ამაზე საუბრობს ლაქები ფეხებზე, კანის და თმის პრობლემები. თუთია ზამთარში მნიშვნელოვანი ორგანოა, მასზე იმუნური სისტემის და ზოგადი ჯანმრთლობის მდგომარეობაა დამოკიდებული.
თუთიას „სილამაზის მინერალს“ ტყუილად არ უწოდებენ. ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მეტად გავრცელებულ მინერალებს შორის მხოლოდ რკინას ჩამოუვარდება. თუთიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კანის, თმის, კბილების და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლიბიდოსა და იმუნურ სისტემაზე. თუთია ბიოქიმიური რეაქციების გამომწვევი 300-ზე მეტი ფერმენტის აქტივობისთვის აუცილებელია, რომლებიც ცილების სინთეზისთვის, ჰორმონების წარმოებისა და კარგი განწყობისთვის მნიშვნელოვანია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში ადამიანების დაახლოებით 31%-ს თუთიის დეფიციტი აწუხებს. მისი დეფიციტი ყველაზე მეტად აწუხებს ვეგეტარიანელებს და ვეგანებს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს, ასევე მათ, ვისაც ეგზემა და ფსორიაზი აქვთ (ამ დაავადებებისთვის დამახასიათებელი პროცესები ორგანიზმის მიერ თუთიის ათვისებას ამცირებენ).
თუთიის დეფიციტი იმუნური სისტემის შესუსტებას, სურდოს დაავადების გაზრდას, ჭრილობის ცუდად შეხორცებას, დაღლილობას და დაბალ სქესობრივ ლტოლვას იწვევს. თუმცა ეს ცვლილებები ყოველთვის დროულად შემჩნეული არაა. თუთიის დეფიციტის სხვა ნიშნებიც არსებობს, რომელთა აღმოჩენას უბრალოდ სარკეში ჩახედვით შეძლებთ.
თქვენ თმას კარგავთ. მუდმივი სურდოს ფონზე თმის ცვენა თუთიის დეფიციტის ძირითადი ნიშანია. მინერალი უჯრედების კარგი გამრავლებისა და ცილების შთანთქმისთვის აუცილებელია. ეს ფუნქციები კი სქელ და ბზინვარე თმას უზრუნველყოფს. თუთიის დეფიციტი პირდაპირ თმას „ურტყამს“.
თქვენ გაქვთ მტვრევადი ფრჩხილები თეთრი ლაქებით. ფრჩხილებში ქსოვილების და უჯრედების ზრდისთვის თუთიის საკმარისი დონე აუცილებელია, მისი დეფიციტის დროს ფრჩხილების ზოგადი პრობლემები იქმნება, მაგალითად, შეიძლება თეთრი ლაქები გაჩნდეს. თუ უფრო მეტი თუთიის მიღებას დაიწყებთ, ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი პირველი სიგნალი იქნება, რომ მინერალის დონე აღდგა.
თქვენი კბილები ქათქათა თეთრი არაა. თუთია პირის ღრუში მნიშვნელოვანი ელემენტია, ის კბილის ნადებზე, ნერწყვსა და ემალში მდებარეობს. დეფიციტის დროს პირის ღრუში არასასიამოვნო ცვლილებები იქმნება: მაგალითად, უსიამოვნო სუნი, ენაზე ნადები წარმოიქმნება და გემოს შეგრძნებები იცვლება. გარდა ამისა, თუთიის დაბალი დონის დროს ლამაზი თეთრი კბილების ქონა შეუძლებელია. მინერალების დეფიციტი მათ ნაკლებად გამძლეს ხდის.
თქვენ პირში წყლულები გაქვთ. ექიმები აღნიშნავენ, რომ თუთიის დაბალი დონის მქონე პაციენტებს ხშირად პირის ღრუში განმეორებითი ანთებითი პროცესები და წყლულები აქვთ.
თქვენს კანზე ლაქები და გამონაყარი ჩნდება. დერმატოლოგთან თურქული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ადამიანების 54%-ს, რომელთაც აკნე აწუხებთ, თუთიის დაბალი დონე აქვთ.
„თუთიის დეფიციტის დროს ადამიანებს ჩვეულებრივ ჩამოწელილი კანი აქვთ. წყლულები და ლაქები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხორცდება“ – ამატებს დერმატოლოგი, გრიგორი გოლდინი.
თქვენი ძვლები სუსტია. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ძვლებისთვის კალციუმია საჭირო, მაგრამ ძვლების ფორმირებისა და ზრდისთვის თუთიაც მნიშვნელოვანი მინერალია. ის უჯრედების ზრდას და განვითარებას, ასევე კოლაგენის ცვლას უზრუნველყოფს, რაც ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სუსტი და მტვრევადი ძვლები თუთიის დეფიციტის ნიშანია.
როგორ მივიღოთ თუთია? თუთიის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო წითელი ხორცია, როგორიცაა ძროხის, ღორის და ცხვრის ხორცი. ამ პროდუქტებში შემავალი თუთია მაღალ ბიოშეღწევადობას ფლობს, ანუ ორგანიზმი მათ სხვა წყაროებთან შედარებით უფრო ადვილად ითვისებს. საკმარისი რაოდენობის თუთიის მისაღებად კვირაში 500 გრამამდე მოხარშული წითელი ხორცი უნდა მიირთვათ.