საძინებელში სუნის ცვლილება შეიძლება საწოლის ტკიპების გაჩენის ნიშანი იყოს

6023
photo by piqsels

თუ საძინებელ ოთახში სუნი შეიცვალა, ეს შეიძლება ტკიპების გაჩენის შესახებ გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენდეს. კერძოდ, ახალი სუნი შეიძლება ამ მწერების ფეკალური ნარჩენის შედეგი შეიძლება იყოს, ამბობენ ბრიტანელი სპეციალისტები.

თანამედროვე ადამიანის სახლში საწოლის ტკიპები აქტიურად მრავლდებიან, აცხადებს დევიდ კეინი საძინებლის ბაქტერიების გამანადგურებელი კომპანიიდან Bed Bugs Limited. მისი თქმით, საწოლის ტკიპების პრობლემები 1990-იანი წლიდან გამწვავდა. პლანეტაზე „ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც საწოლის ტკიპების პრობლემა არ არსებობს“ წერს Express.

როგორ მივხვდეთ, რომ საძინებელში ტკიპები გვყავს?

„ოთახში ახალი და უჩვეულო სუნის აღმოჩენა საწოლის ტკიპების არსებობის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქინძის ან მოტკბო, ობის სუნი“ – პასუხობენ სპეციალისტები.

ისინი განმარტავენ, რომ საწოლის ტკიპების მიერ გამოყოფილი სუნი შფოთვის ფერომონს წარმოადგენს. როცა საწოლის ტკიპების ჯგუფი ნერვიულობას იწყებს, შეიძლება მათ მიერ წარმოქმნილი სუნი იგრძნოთ.

ექსპერტები საწოლის ტკიპების მოსაშორებლად დაჟინებით გირჩევენ, რომ საწოლის თეთრეულის, ლეიბის, დივნის და ფარდების სისუფთავეს სათანადო ყურადღება მიაქციოთ. რისი გარეცხვაც შეიძლება ყველაფერი გარეცხეთ და კარგად გააშრეთ.

„უხეში ჯაგრისი გამოიყენეთ, რომ ლეიბის ფსკერი კარგად გაწმინდოთ და საწოლის ტკიპები და მათი კვერცხუჯრედები მოიშოროთ, სანამ მტვერსასრუტს გამოიყენებთ. პერიოდულად საწოლი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. საწოლის ირგვლივ ნებისმიერი ბზარი ამოავსეთ. ასეთ ბზარებში ტკიპებს დამალვა შეუძლიათ. საძინებელ ოთახში ყოველგვარი არეულობა მოიშორეთ“ – სპეციალისტები დამატებით რჩევებს გაძლევენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს