სპეციალისტები გირჩევენ ყავა დარიჩინთან ერთად დალიოთ და აი, რატომ

10615
photo by publicdomainpictures

სპეციალისტების მოსაზრებით ყავის დარიჩინთან ერთად მოხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს, ასევე ცხიმის წვას ხელს უწყობს. ამის შესახებ Focus.de წერს.

ყავა არის სასმელი, რომელიც მრავალმხრივ სასარგებლოა. მისი მიღება გულის და ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს. ამასთან სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არ ეხება ყავას, რომელიც ნაღების, სიროფის და დამატკბობლის სახით კალორიულ დანამატს შეიცავს. თუ ჭარბი წონა გაქვთ ან გახდომას ცდილობთ, ყავა ნაღების და შაქრის გარეშე უნდა დალიოთ.

ასეთი ყავა ძალიან მიმზიდველი არაა, მაგრამ სასმელის გემო შეიძლება დარიჩინით გააუმჯობესოთ. გარდა ამისა, ამ ხრიკით ჯანმრთელობის გაძლიერებას შეძლებთ.

„მწიკვი ახალი დარიჩინი მწარე ყავას სასიამოვნო გემოს მიანიჭებს და ბევრ სარგებელს მოგიტანთ. გემრიელი სანელებელი ბევრ მნიშვნელოვან მინერალს შეიცავს, როგორიცაა კალციუმი, მანგანუმი, კალიუმი, რკინა და მაგნიუმი“ – აღნიშნავენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, დარიჩინი ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომელიც ჯანსაღ საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. ამ სანელებელში შემავალი ანტიოქსიდანტები ჟანგვით სტრესს (უჯრედების განადგურების პროცესი მავნე ნივთიერების მოლეკულებით, რომლებიც მათ ჟანგავენ) ეფექტურად გარდაქმნიან.

„პოპულარული სანელებელი არა მხოლოდ კალორიების შემცირებაში დაგეხმარებათ, არამედ უშაქრო ყავით სიამოვნების მიღებაშიც დაგეხმარებათ. დარიჩინის მეორადი მცენარეული ნივთიერება სისხლში შაქრის დონის შემცირებას და ცხიმის წვას ხელს უწყობს“ – ამბობენ ექსპერტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს