ფრანგი ქალი განსაკუთრებული სტილისა და შარმის, მკვეთრი ინდივიდუალურობის სიმბოლოა. კომპანია Estee Lauder-ის დირექტორის აზრით, ფრანგ ქალბატონებს თავის მოვლის ეს 5 წესი ეხმარება მსგავსი გარეგნობის შენარჩუნებაში.
წესი 1: ჯერ კანი, შემდეგ კოსმეტიკა
-“კანის კარგი მოვლა ყოველთვის სჯობს სახის დაფარვას მაკიაჟის ქვეშ.” – ამბობს მატილდა ტომასი, სილამაზის დირექტორი “ასტე ლაუდერში”.
ფრანგი ქალების რუტინა მეტია, ვიდრე თემატური პროცედურები. სანამ თავის მოვლის საშუალებებსა და პროცედურებს შეცვლიდეთ, ყურადღებით უნდა განიხილოთ, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი სხეულის მიმართ, რამეთუ ეს თქვენი კანის ხარისხზეც აისახება. იფიქრეთ იმ ჩვევების შესახებ, რომლებმაც შეიძლება კანზე იქონიოს გავლენა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ყოვლისშემძლე კრემები და შრატები.
წესი 2: გააუმჯობესეთ ის, რაც არის
-“საფრანგეთში ჩვენ ვსწავლობთ იმაზე ზრუნვას, რაც გვაქვს, რაც დედა-ბუნებამ გვიბოძა. ჩვენ არ ვიკეთებთ რთულ ვარცხნილობებს, თუმცა ვიყენებთ ნიღბებსა და კონდიციონერებს თმისთვის.”
ფრანგები დიდად არ ეტანებიან კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, თუმცა, საშინაო პროცედურებს, სახის კანის მოვლისთვის, ყოველ კვირას ატარებენ და მიირთმევენ ჯანსაღ საკვებს.
წესი 3: ნაკლები ყოველთვის უკეთესია
მიჰყევით ერთ აქცენტს, რომ არ გადაამეტოთ.
-“თუ წითელ პომადას ატარებთ, ნუ წაისვამთ ბევრ ტონალურს კანზე. თუ სმოუქი-მაკიაჟი გაქვთ, ნუ წაისვამთ მკვეთრ ტუჩსაცხს.”
წესი 4: თავის მოვლა კარგია
იპოვეთ დრო საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, იქნება ეს ქაფიანი აბაზანა თუ თქვენი კანის გამოკვება სასარგებლო ნიღბით.
-“სილამაზე არაა ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. რადგან, როცა თავს კარგად გრძნობთ, ყოველთვის კარგად გამოიყურებით.”
წესი 5: იყავით თამამი
ორი რამ: წითელი ტუჩსაცხი და მბზინავები.
-“ორივე მათგანი საუკეთესო საშუალებაა ლუქისთვის დრამის დასამატებლად.”