საახალწლო დღესასწაულები ორგანიზმს კალორიებითა და ტოქსინებით ავსებს. შეშუპებების მოსაშორებლად და ფორმაში სწრაფად დასაბრუნებლად, დიეტოლოგი ნატალი გერასიმოვა გვირჩევს განტვირთვის დღეებს, მინერალური წყლის გამოყენებით.
დიეტოლოგი გვირჩევს, დროებით მაინც ვთქვათ უარი მძიმე საკვებზე, ალკოჰოლზე, მაიონეზზე, დიდი რაოდენობით ცხიმიან ყველსა და ძეხვეულზე. რაციონში უნდა ჩავრთოთ ბოსტნეული და უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები.
-“ბოსტნეულზე აქცენტი უნდა გაკეთდეს. სასურველია, აირჩიოთ უმი პოდუქტი და არა მოხარშული კარტოფილი. უმჯობესია, მიირთვათ რამე ბოჭკოვანი – მწვანილი, კიტრი, ყაბაყი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა. შეგიძლიათ, განტვირთვის ერთი დღე ხორცისა და თევზის გარეშე მოაწყოთ.” – გვირჩევს სპეციალისტი.
გარდა ამისა, დიეტოლოგმა დაუმატა, რომ საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება. გერასიმოვა გვირჩევს მინერალური წყლის მიღებას, კალიუმის მაღალი შემცველობით.
-“ტუტოვანი წყლის დალევა გვეხმარება შეშუპების ლიკვიდირებაში, რომელიც, დიდი ალბათობით, დღესასწაულებმა დაგვიტოვა, ალკოჰოლისა და მწნილების მიღების შედეგად.” – განმარტა მან.
კიდევ ერთი რჩევა დიეტოლოგისგან მათ, ვისაც ფორმაში სწრაფად დაბრუნება სურთ, მსუყე დღესასწაულების შემდეგ: მოუკელით მარილის რაოდენობას რაციონში. მწნილები, თხილი, ზეთისხილი და ა.შ. – ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად უნდა გამორიცხოთ ყოველდღიური მენიუდან.
ნატალი გერასიმოვას თქმით, უფრო ხშირად უნდა მივირთვათ კალიუმის შემცველი პროდუქტები. ასეთია ბანანი, კომბოსტო, პარკოსნები… ამის შესახებ იუწყება ტელეარხი “360”.