ადამიანის სიმაღლე მე-2 ტიპის დიაბეტის და მისი სახიფათო შედეგების განვითარებას უკავშირდება

1635
photo by svgsilh.com

ადამიანის მაღალი სიმაღლე მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებისგან თავისებურ თავდაცვას წარმოადგენს. ამის შესახებ ჟურნალი Express პოტსდამ-რებრიუკში ადამიანის კვების გერმანული ინსტიტუტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

მე-2 ტიპის დიაბეტი სისხლში შაქრის დონეზე გავლენას ახდენს და მკურნალობის გარეშე შეიძლება სახიფათო შედეგები განვითარდეს. თუ სისხლში შაქრის დონეს სათანადოდ არ გააკონტროლებთ და ის ძალიან მაღალ დონეზე დარჩება, მოსალოდნელია თირკმლის უკმარისობა, ნერვის დაზიანება, ტერფის წყლულები, გულის დაავადებები და ინსულტი.

გერმანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის სიმაღლემ შეიძლება ამ უსიამოვნების მიმართ უფრო მიდრეკილი გაგხადოთ ან პირიქით, მისგან დაგიცვათ. პოტსდამ-რებრიუკში ადამიანის კვების ინსტიტუტის სპეციალისტებმა 28 ათასი ადამიანის მონაცემები გაანალიზეს და დაადგინეს, რომ სიმაღლე დიაბეტის განვითარების რისკის „სასარგებლო მაპროგნოზირებელ ნიშანს“ წარმოადგენს.

მკვლევარების თქმით, მაღალი სიმაღლის მქონე ადამიანები მე-2 ტიპის დიაბეტისგან დაცულები არიან. მათი მონაცემები აჩვენებს, რომ მაღალი ადამიანები ინსულინის მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან და ბეტა-უჯრედები უფრო ეფექტურია, რომლებიც ინსულინის მწარმოებელ, თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედების ტიპს წარმოადგენენ. ამასთან გერმანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიმაღლესა და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს შორის კავშირს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს.

„ამ კავშირის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ დაბალი სიმაღლის მქონე ადამიანებს დიაბეტთან დაკავშირებული გულის და ნივთიერებათა ცვლის პრობლემების მაღალი რისკი აქვთ. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ დაბალი სიმაღლის მქონე ხალხში ღვიძლში ცხიმის გაზრდილი დონე ფიქსირდება, ამან მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარება ნაწილობრივ შეიძლება განმარტოს“ – ამბობენ მკვლევარები.

ექსპერტები ამატებენ, რომ სიმაღლესა და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს შორის კავშირი ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებში მნიშვნელოვნად გამოხატულია. ამასთან შეგახსენებთ, რომ მე-2 ტიპის დიაბეტის ადრეულ ნიშნებს წარმოადგენს ხშირი შარდვა, წყურვილის გახშირებული გრძნობა, მუდმივად შიმშილის გრძნობა, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, ჭრილობების ნელა შეხორცება, ჩხვლეტა ან ხელების ან ფეხების დაბუჟება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს