5 დამამშვიდებელი ჩაი, რომელიც სურდოს სიმპტომების დამარცხებაში დაგეხმარებათ

2933
photo by pxhere

მნიშვნელობა არ აქვს სურდო თუ გრიპი გაქვთ, დაავადების პერიოდში ყველა ექიმი ბევრი სითხის მიღებას გირჩევთ. უბრალო წყალი და ბალახების ჩაი იდეალური ვარიანტია. აი, ჩაის 5 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

პიტნა

პიტნის ჩაის რამდენი ყლუპი თავს უკეთ გაგრძნობინებთ. პიტნის ფოთლებში შემავალი მენთოლი ყელზე ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს და ხველას ამცირებს. სწორედ ამიტომ, პიტნა ხველის საწინააღმდეგო ბევრ საშუალებაში გვხვდება. გარდა ამისა, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერები აცხადებენ, რომ ლაბორატორიული ტესტირებებით აღმოაჩინეს, რომ პიტნა მნიშვნელოვან ანტიმიკრობულ და ვირუსების საწინააღმდეგო აქტივობას ფლობს.

გვირილა

გვირილას ხმელ ყვავილებს საუკუნეების განმავლობაში საძილე საშუალებად იყენებდნენ – მცენარეში შემავალ ფლავონოიდებს დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ. სურდოს დროს ენერგიის აღსადგენად გამოძინება მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, გვირილა შესანიშნავი არჩევანია. რამდენიმე მტკიცებულება არსებობს, რომ გვირილას ჩაის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ექინაცეა

ექინაცეა ჩრდილოეთ ამერიკაში ნაპოვნი მეწამული ყვავილიდან მოდის. მას ადგილობრივი ტომები სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ დანამატის სახით ექინაცეას მიღება გაციების შანსებს 58%-ით, ხოლო სურდოს ხანგრძლივობას ერთი დღით შეამცირებს.

კოჭა

„კოჭის ჩაი ყელს კარგად ამშვიდებს. მასში შემავალ ბიოაქტიურ ინგრედიენტებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ. მათ მიკროორგანიზმების დაქვეითებაც შეუძლიათ. თუ სურდო და კუჭის აშლილობა გაქვთ, კოჭა გულისრევას გაგიქრობთ“ – წერს გამოცემა Good House Keeping.

ანწლი

როგორც სხვა პატარა, მუქი ფერის კენკრა, ანწლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარია: პოლიფენოლების შემცველობით შტოშს და მოცვს აჭარბებს. ანწლის სიროფების და ექსტრაქტის კვლევამ აჩვენა, რომ მათ სურდოს და გრიპის ხანგრძლივობის და სიმპტომების შემცირება შეუძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს