როგორ მოვიშოროთ მუცლის ცხიმი: უბრალოდ ცხოვრების წესი შეცვალეთ

3356
photo by Tumisu on Pixabay

მეცნიერები გირჩევენ, რომ ცხოვრების წესში მცირე ცვლილება შეიტანოთ, იმისთვის, რომ მუცლის მავნე ვისცერალური ცხიმი შეამციროთ. მათი თქმით, ამაში ძილის ხანგრძლივობის ზრდა დაგეხმარებათ.

ლანკასტერის უნივერსიტეტის ბრიტანელი მეცნიერები განმარტავენ, რომ საკმარისი რაოდენობის ძილი მუცლის ცხიმის მოშორებას ხელს უწყობს. ამის შესახებ ჟურნალი Express 6 წლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომელშიც 293 ადამიანი მონაწილეობდა.

„ძილის ხანგრძლივობის 6-8 საათამდე გაზრდა მუცლის არეში ვისცერალური ცხიმის ზუსტად 26%-ით შემცირებაში დაგეხმარებათ“ – ამბობენ მკვლევარები.

სპეციალისტები შეგახსენებთ, რომ ვისცერალური ცხიმი მისი ადგილმდებარეობის გამო მუცლის ცხიმის ყველაზე მავნე ფორმას წარმოადგენს. მუცელში ცხიმის დაგროვება ანთების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მაღალ რისკს მჭიდროდ უკავშირდება. მუცლის ცხიმის ზრდას არაჯანსაღი საკვების მიღება, ფიზიკური ვარჯიშის დეფიციტი და ცხოვრების წესის სხვა არახელსაყრელი ფაქტორები ხელს უწყობენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ ძილის დეფიციტი მუცლის ვისცერალური ცხიმის გაზრდილ რისკს უკავშირდება. უძილობა სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას უკავშირდება, რომელიც ორგანიზმში ცხიმიანი ქსოვილების ზრდას ააქტიურებს.

„კანქვეშა ცხიმისგან განსხვავებით ვისცერალური ცხიმი არის ცხიმის სახეობა, რომელსაც შეგიძლიათ უჩქმიტოთ. ის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ზედაპირის ქვეშ იმალება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან, როგორიცაა ღვიძლი და ნაწლავები, სიახლოვე იმის მანიშნებელია, რომ ცხიმის დაგროვება ამ ორგანოების დაავადებების ალბათობას ზრდის. სწორედ ამიტომ, მისი გამოვლენა და აღმოფხვრა პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო რისკების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ“ – ასკვნიან ექსპერტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს