მეცნიერები: წითელი ხორცი გაფანტული სკლეროზისგან დაგიცავთ

1331

ჟურნალ Nutrition-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტამ, რომელიც დაუმუშავებულ წითელ ხორცს შეიცავს, ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზაციის განვითარების რისკი შეიძლება შეამციროს. ეს კი გაფანტული სკლეროზის წინამორბედს წარმოადგენს.

„წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის რისკი, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე, ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია, შეამციროს და სიცოცხლის ხანგრძლივობა გააუმჯობესოს. მიუხედავად ამისა, დაუსაბუთებული მტკიცებულებები არსებობს, ხმელთაშუა ზღვის დიეტა გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკს ამცირებს“ – ამბობს ლუსინდა ბლეკი, წამყვანი ავტორი კერტინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლიდან.

კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ახალი კვლევიდან მიღებული მონაცემები დიეტის ზოგად ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანების ინფორმირების აუცილებლობას ითვალისწინებს.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტის ნაწილად ერთი პორცია (65 გრ) დაუმუშავებული წითელი ხორცის მოხმარება გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს“ – ამბობს ბლეკი.

„გაუგებარია, თუ რატომ ამცირებს გაფანტულ სკლეროზს წითელი ხორცის ჯანსაღ დიეტასთან კომბინაციაში მოხმარება, თუმცა წითელი ხორცი მნიშვნელოვან მიკრო და მაკრო ელემენტებს შეიცავს, მათ შორის ცილებს, რკინას, თუთიას, სელენს, კალიუმს, D ვიტამინს და B ჯგუფის რიგ ვიტამინს. მათი უმეტესობა კი ნერვული ფუნქციების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია“ – ამატებს სპეციალისტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს