მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ნაწლავის სიმსივნის ზრდას ხელს უწყობს

1781
Photo by Stacey Geiger on defense.gov

ცილას სახელწოდებით იმპორტინ-11-ს სიმსივნის გამომწვევი ბეტა-კატენინი ნაწლავების სიმსივნური უჯრედების ბირთვში გადააქვს. როგორც კვლევამ აჩვენა, სწორედ აქ მსგავსი უჯრედების გამრავლების ავთვისებიანი პროცესი ხდება.

მკვლევარებმა მთავარი ცილა განსაზღვრეს, რომელიც ნაწლავების სიმსივნის ზრდას ხელს უწყობს. ეს კი სასიკვდილო დაავადების თერაპიისთვის ახალ მეთოდებს გზას უხსნის. ჟურნალში Journal of Cell Biology გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცილა სახელწოდებით იმპორტინ-11 ბეტა-კატენინის ცილის სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ნაწლავების სიმსივნის უჯრედების ბირთვში ხვდება და რეპროდუქციის პროცესს იწყებს. ამ ცილის შეფერხებით ბეტა-კატენინის მიერ გამოწვეული ნაწლავების სიმსივნის უმეტესობის ზრდის შეჩერებას შევძლებთ.

დაახლოებით ნაწლავების სიმსივნის 80%, რომელიც APC გენის მუტაციას უკავაშირდება, ბეტა-კატენინის ზრდას იწვევს. ბეტა-კატენინის ზრდას უჯრედულ ბირთვებში ცილების დაგროვება მოჰყვება, სადაც უამრავი გენის გააქტიურება და ავთვისებიანი უჯრედების გამრავლება იწყება. სწორედ ასე ვითარდება ნაწლავების სიმსივნე. ბოლო დრომდე მეცნიერებმა არ იცოდნენ, თუ ბეტა-კატენინი უჯრედების ბირთვში როგორ აღწევდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა CRISPR გენების რედაქტირების პროგრამა გამოიყენეს და ახალი ტექნიკა შეიმუშავეს, რომელიც ადამიანის გენებზე დაკვირვების საშუალებას იძლეოდა. სწორედ მაშინ დაადგინეს, რომ იმპორტინ-11 ბეტა-კატენინს უკავშირდება და მას APC მუტაციის მქონე უჯრედულ ბირთვებში აგზავნის. იმპორტინ-11-ის მოშორება ბეტა-კატენინის ამ უჯრედებში მოხვედრას და სამიზნე გენების გააქტიურებას შეაფერხებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს