მიხაკის ექსტრაქტი – ნატურალური საშუალება დიაბეტის საწინააღმდეგოდ

1119

გარდა იმისა, რომ მიხაკი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, მას დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებებიც გააჩნია. კვლევაში, რომელიც ჟურნალში BMC Complementary and Alternative Medicine გამოქვეყნდა, ინდოეთის და აშშ-ს მეცნიერებმა საპილოტო ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის განსასაზღვრად მიხაკის პოლიფენოლის ექსტრაქტი გლუკოზის ცვლაზე გავლენას ახდენს თუ არა.

„მკვლევარებმა მოხალისეები სისხლში გლუკოზის საწყისი დონის მიხედვით ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფში 7 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთაც ჭამის წინ გლუკოზის დონე 100 მგ/დეცილიტრი ან უფრო უფრო ნაკლები ჰქონდათ. მეორე ჯგუფი 6 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთაც ჭამის წინ გლუკოზის დონე 101-დან 125 მგ/დლ ჰქონდათ. მეცნიერებმა მიხაკის ექსტრაქტის გავლენა გლუკოზის შთანთქმაზე, ღვიძლის უჯრედების მიერ გლუკოზის წარმოებაზე დატესტეს“ – წერს გამოცემა Health.News.

აღმოჩენილ იქნა, რომ მიხაკის ექსტრაქტის დამატება ჭამის შემდეგ გლუკოზის საშუალო დონეს ორივე ჯგუფში 12-30 დღე ამცირებდა. ამასთან, მე-2 ჯგუფში ჭამამდე გლუკოზის საშუალო დონე 24-30 დღე მცირდებოდა.

ამ შედეგებზე დაყრდნობით მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მიხაკი დიაბეტიკებს გლუკოზის ჯანსაღი ცვლის მხარდაჭერაში დაეხმარება. თუმცა ამ მეთოდის პოტენციალი ფართო მასშტაბურ კლინიკურ კვლევაში დამატებით შესწავლას საჭიროებს.

მიხაკის სხვა სასარგებლო თვისებები

დიაბეტის საწინააღმდეგო თვისების გარდა მიხაკი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა უპირატესობების გამო ცნობილია:

  • ღვიძლის ჯანმრთელობის გაუმჯობესება
  • ანტიბაქტერიული თვისება
  • ძვლის დაავადების პროფილაქტიკა
  • წყლულის პროფილაქტიკა
  • მუცლის ღრუსა და ღვიძლში ცხიმის შემცირება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს