E ვიტამინი აფერხებს ჟანგვის პროცესებს, რითაც აბრკოლებს ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას.

1253
image: flickr/Lindsey Turner

ბევრს გაუგია ტოკოფეროლის (E ვიტამინის) სასარგებლო თვისებების შესახებ. თუმცა, ალბათ, ყველამ არ იცის, რომ მოცემული ვიტამინის მოხმარება ხელს უშლის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას.

ჯორჯ ჯ. ბლენდმა, ვაშინგტონის შტატის ტაკომას უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ერითროციტების მემბრანების განადგურება ხდება სინათლის, რენტგენული სხივების, დაბინძურებული ეკოლოგიისა და სხვა არაკეთილშობილი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. “დარტყმას” პირველად იღებენ ლიპიდები – ცხიმოვანი ნივთიერებები, რომლებიც ერითროციტების მემბრანების მთავარი სამშენებლო კომპონენტია.

ბლენდმა შეძლო იმის განსაზღვრა, რომ E ვიტამინს შეუძლია ჟანგვის პროცესების შენელება, როგორც საკვებ პროდუქტებში, ისე ორგანიზმის უჯრედებშიც.

უჯრედების მემბრანების ცხიმოვან ფენებში სწორედ ტოკოფეროლის არსებობა აჩერებს ჟანგვის პროცესებს, რაც ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს. აღნიშნული დასკვნები დამტკიცებულია კლინიკური დაკვირვებების შედეგებით. ექსპერიმენტის ჩატარების დროს, 24 პაციენტს შესთავაზეს E ვიტამინის მოხმარება. გარკვეული დროის შემდეგ, ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზმის უჯრედები, სხვადასხვა არაკეთილშობილი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, აღნიშნულ პაციენტებში გაცილებით ნელა მიმდინარეობდა ჟანგვის პროცესი.

რა თქმა უნდა, დაბერების პროცესის სრულად შეჩერება, E ვიტამინის დახმარებით, შეუძლებელია, თუმცა, ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვის პროცესის შენელება ადამიანს ნამდვილად შეუძლია.

უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ტოკოფეროლის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რათა გვერდითი მოვლენების გაჩენა გამოვრიცხოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს