სიმსივნის პროფილაქტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს უჯრედების ჯანსაღი ფუნქციების შენარჩუნება წარმოადგენს. ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი, არამედ ზოგიერთი საკვები პროდუქტიც, რომლებიც „ანტისიმსივნური“ ნაერთებით მდიდარია. ეს სამი პროდუქტი ასეთი ნაერთებით განსაკუთრებით მდიდარია.
კაკაო
ის წარმოადგენს კაკაოს ხის გამომშრალ და ფერმენტირებულ თესლს.ხალხში ის შოკოლადის ძირითადი ინგრედიენტის სახით არის პოპულარული. შოკოლადი კაკაოს ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. თუმცა გადამუშავების გამო კაკაო ბევრ იმ მკვებავ ნივთიერებას კარგავს, რის გამოც სუპერ პროდუქტია. ნედლი კაკაო შესანიშნავ მკვებავ თვისებებს ფლობს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მასში 40-ჯერ უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე მოცვში.
კომბოსტო ბროკოლი (განსაკუთრებით აღმონაცენები)
ბროკოლი და მისი აღმონაცენები სიმსივნის უჯრედების ძლიერ გამანადგურებელს წარმოადგენენ, რაც სულფორაფანის უჩვეულოდ დიდი შემცველობით არის განპირობებული.
„სულფორაფანი გოგირდით მდიდარი ნაერთია, რომელიც სხვა ბოსნტეულშიც შეიძლება ნახოთ, მაგალითაც ბრიუსელის კომბოსტოში, ისპანახსა და ყვავილოვან კომბოსტოში. სულფორაფანის სიმსივნის საწინააღმდეგო ძლიერი თვისება უკავშირდება მის უნარს, რომ კიბოს უჯრედების ზრდა შეაფერხოს. ის ანტიოქსიდანტებს და დეტოქსიკაციურ ფერმენტებს ათავისუფლებს, რომლებიც ორგანიზმს კანცეროგენებისგან იცავენ. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სულფორაფანი სხვადასხვა სიმსივნური უჯრედების რაოდენობას და ზომას ამცირებს“ – წერს გამოცემა Health.News.
ჩუფა, მიწის ნუში
ჩუფა ანტიოქსიდანტების მდიდარ წყაროს წარმოადგენს, რომლებიც ორგანიზმს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ. ერთი პორცია (28 გრ) კაკალი ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტის, E ვიტამინის დღიური დოზის 278 %-ს გვაწვდის. კაკალი საჭმლის მომნელებელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს გაუმჯობესებას ხელს უწყობს, იმუნიტეტს ზრდის და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მის შეძენას სპეციალურ ჯანსაღი კვების მაღაზიებში შეძლებთ.