ექსპერტებმა დაასახელეს 12 პროდუქტი, რომლებიც ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან გიცავთ

1221

იცოდით, რომ ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღება იწვევს უამრავ გვერდით მოვლენას? პროდუქტები, რომლებსაც სპეციალისტები ასახელებენ, დაგეხმარებათ ორგანიზმზე ალკოჰოლის ნეგატიური გავლენის შემცირებაში.

1. სატაცური

ამ მწვანილის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები იცავს თქვენს ღვიძლს ალკოჰოლის აგრესიული ზემოქმედებისგან.

2. ავოკადო

ჯანსაღი მონოგაუჯერებელი ცხიმების არსებობა ორგანიზმში ანელებს ალკოჰოლის ათვისებას, რითაც თქვენს ჯანმრთელობას იცავს.

3. ბანანი

ბანანის მიღება, სუფრის დაწყებამდე, დაგეხმარებათ სისხლში ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებაში.

4. ჭარხალი

ეს ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭარხლის ცოტაოდენი სალათის მირთმევა, ალკოჰოლის მოხმარებამდე, თქვენი ღვიძლის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

5. კენკრა

ვიტამინები, მკვებავი ნივთიერებები და ანტიოქსიდანტები თქვენს ორგანიზმს იცავს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომლებსაც სპირტიანი სასმელი შეიცავს.

6. კვერცხი

ეს პროდუქტი არამხოლოდ სიმაძღრის შეგრძნებას განიჭებთ, არამედ ხელს შეგიშლით სუფრაზე ზედმეტი სასმლის მიღებაში.

7. გრეიფრუტი

ამ პროდუქტის წვენის მოხმარება ზრდის იმ ფერმენტების რაოდენობას ორგანიზმში, რომლებიც აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ასევე, უზრუნველყოფს ტოქსიკური ნივთიერებების დაუყოვნებლივ დაშლას.

8. ჰუმუსი

მდიდარი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობით, უზრუნველყოფს დანაყრების სწრაფ შეგრძნებას და ხელს უშლის ჭარბი სასმლის მიღებას.

9. ნესვი

კალიუმისა და წყლის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, ნესვი გვეხმარება, ალკოჰოლის მიღების დროს, გაუწყლოების თავიდან აცილებაში.

10. შვრია

პირველ ჭიქამდე, დასაყოლებლი სახით, შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის შემცველი ნამცხვარი, სმუზი ან ბატონები.

11. ქვინოა

სრულმარცვლოვანი სუპერფუდი, მდიდარი კალიუმითა და მაგნიუმით, დაგეხმარებათ ელექტროლიტების დონის ბალანსის შენარჩუნებაში.

12. ორაგული

ორგანიზმში ალკოჰოლთან დაკავშირებული ანთებითი პროცესის აღკვეთაში დაგეხმარებათ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტის მოხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს