კვლევა: სელის თესლი ეხმარება ქალებს საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს

2207

საკვერცხის პოლიკისტოზურ სინდრომს (სპკს) ახასიათებს ანდროგენების ანომალიურად მაღალი დონე, რაც ხშირად იწვევს საკვერცხეებზე კისტების გაჩენას. სპკს-სთვის ტრადიციული წამალი მოიცავს ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს, უნაყოფობის წამლებსა და მეტფორმინს (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატს). თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ნატურალური დანამატი აუმჯობესებს მდგომარეობას და გვეხმარება ჰორმონების დონის დასტაბილურებაში, საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს.

სპკს-ს ხშირი სიმპტომები:

  • ქოლესტერისი, ტრიგლიცერიდისა და სისხლის წნევის მაღალი დონე;
  • ჰირსუტიზმი, ანუ არასასურველი თმა სახესა და სხეულზე;
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე ან ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა;
  • ამენორეა ან დაურეგულირებელი მენსტრუალური ციკლები;
  • წონაში მატება.

ომეგა-3 და სელის თესლი

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები – ესაა გულისთვის სასარგებლო ცხიმები, რომელთა კარდიოდაცვითი თვისებებიც არანაკლებ სასარგებლოა ქალის სპკს-ს დროს. თქვენ მათი მიღება შეგიძლიათ რაციონიდან ან მაღალხარისხიანი საკვები დანამატებით. უფრო მაღალი მოხმარება დაგეხმარებათ ისეთი რისკ-ფაქტორების შემცირებაში, როგორებიცაა ტრიგლიცერიდების, წნევისა და ღვიძლში ცხიმის მაღალი დონეები.

ჟურნალ Current Topics in Nutraceutical Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, ფაქტობრივად, აჩვენა, რომ სელის თესლის დანამატები ამცირებს ჰირსუტიზმსა და წონას სპკს-ს მქონე ქალებში. ამ დამაიმედებელი ეფექტების გამო, მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ “არსებობს სელის თესლის ჰორმონალურ დონეებსა და სპკს-ს კლინიკურ სიმპტომებზე გავლენის დამატებითი კვლევის აუცილებლობა.”

სელის თესლის ეფექტები ანდროგენების დონეზე, სპკს-ს დროს, შეიძლება ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ლიგნანებით, რომლებიც სელის თესლის შემადგენლობაშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს