მეცნიერები: კურკუმა ასთმის გამოვლენას ამცირებს

1255

ასთმა ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სასუნთქ სისტემაში ლორწოს ან ნახველის მოხვედრით არის გამოწვეული. ეს სუნთქვის გართულებას და ფილტვის და სასუნთქი გზების ანთებას იწვევს. ბოლო დროს კურკუმა თავისი უნიკალური ანთების საწინააღმდეგო თვისებებით დანამატების ბაზარს იპყრობს. ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ ის ასთმის საწინააღმდეგოდ ასევე ეფექტურია.

კვლევაში, რომელიც კლინიკური და დიაგნოსტიკური კვლევების ჟურნალში გამოქვეყნდა, ინდოელმა მეცნიერებმა შეისწავლეს კურკუმინის ეფექტურობა, როგორც დამხმარე თერაპია ბრონქული ასთმის მქონე პაცინტებისთვის. მკვლევარებმა მსუბუქი და საშუალო სირთულის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს თავიანთ ჩვეულ მედიკამენტებთან ერთად კურკუმინის დანამატის მიღება სთხოვეს. შედეგებმა აჩვენა, რომ კურკუმინის დამატებამ სასუნთქი გზების ობსტრუქციის აღმოფხვრას ხელი შეუწყო. ამას კი FEV1 საშუალო მაჩვენებლის (ჰაერის ოდენობა, რომელიც წამში შეიძლება ამოისუნთქოთ) გაუმჯობესება ადასტურებს.

„ასევე ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რაიმე კლინიკური მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტის არ არსებობა კი კურკუმინის კაფსულის საიმედობაზე მიუთითებს. ამასთან აშკარა კლინიკური ეფექტი არ დაფიქსირებულა“ – წერენ მკვლევარები თავიან ანგარიშში.

კურკუმა – ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს შორის ჩემპიონი

კურკუმას ასთმის საწინააღმდეგო ეფექტს ხშირად კურკუმინის ანთების საწინააღმდეგო თვისებას უკავშირებენ. ეს ნაერთი იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტურობა შეგიძლიათ თანამედროვე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეადაროთ, მაგრამ მას არასასურველი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. კურკუმინი მუშაობს და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს ამცირებს, ასევე ანთების ადგილას იმუნური უჯრედების მიგრაციას აფერხებს. ანთების შემცირება ასთმის სიმპტომებს ამცირებს, ასევე სხვა ქრონიკულ დაავადებას აფერხებს, მაგალითად გულის დაავადებას და სიმსივნეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს