თქვენ შეიძლება ნებისმიერი მკვებავი ნივთიერების დეფიციტი გქონდეთ, მაგრამ ზოგიერთი შემთხვევა მეტნაკლებად უფრო გავრცელებულია. მათ მიეკუთვნება რკინის, მაგნიუმის, A ვიტამინის, კალციუმის, D ვიტამინის და სხვა ნივთიერებების დეფიციტი.
რკინის დეფიციტი
რკინის დეფიციტი ძალიან გავრცელებულია. რკინის დეფიციტი მსოფლიოში 25%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. განსაკუთრებით ხშირად, მისი ნაკლებობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ქალებში, ასევე ვეგეტარიანული და ვეგანური კვების მხარდამჭერებში აღინიშნება.
ორგანიზმში რკინა ჰემოგლობინს უკავშირდება და ჟანგბადს უჯრედებში აგზავნის. რკინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული შედეგი ანემიაა, რომლის დროსაც ერითროციტების რაოდენობა და სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარი მცირდება. ამ დროს ჩვეულებრივ შემდეგი სიმპტომები გვხვდება: დაღლილობა, სისუსტე, დასუსტებული იმუნური სისტემა, ტვინის მუშაობის დარღვევა.
რკინის წყარო: წითელი ხორცი, დაკონსერვებული სარდინი, მიდიები და მოლუსკები, სეზამის და გოგრის თესლი.
ამასთან, უფრო მეტი რკინის მიღების შესახებ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება: ასეთი რეკომენდაციის გაცემა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ძალიან ბევრი რკინა შეიძლება ძალიან საზიანო იყოს.
იოდის დეფიციტი
იოდი ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისა და მისი ჰორმონების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი მინერალია. ის ორგანიზმის ბევრ პროცესში მონაწილეობს, მათ შორის ზრდის, ტვინის განვითარების და ძვლის ქსოვილების შენარჩუნებაში. ასევე, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
იოდის დეფიციტი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედზე გავლენას ახდენს.
იოდის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებას უკავშირდება, რომელიც ცნობილია, როგორც ჩიყვი. ამან შეიძლება გულისცემის ზრდა, ქოშინი და წონაში მატება გამოიწვიოს. იოდის დეფიციტი ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ბავშვებში: ის გონებრივ დაღლილობას და განვითარების დარღვევას იწვევს.
იოდის წყარო: ზღვის წყალმცენარე, თევზი, კვერცხი, იოგურტი.
D ვიტამინის დეფიციტი
ეს ცხიმში ხსნადი ვიტამინი ორგანიზმის თითოეულ უჯრედთან ურთიერთქმედებს. ეს ვიტამინი კანში მზის სხივების ზემოქმედებით იწარმოება. ამრიგად, ეკვატორიდან მოშორებით მცხოვრებ ხალხს ამის დეფიციტი არ ექნებათ.
ჩვეულებრივ, D ვიტამინის დეფიციტი შეუმჩნეველია, მისი ნიშნები შეიძლება წლები ვითარდებოდეს. ზრდასრულ ადამიანში D ვიტამინის დეფიციტი კუნთების სისუსტეს, ძვლოვანი მასის დაკარგვას და მოტეხილობის გაზრდილ რისკს იწვევს. ბავშვებში ზრდის და რბილი ქსოვილების შეკავებას იწვევს (რაქიტი).
გარდა ამისა, D ვიტამინის დეფიციტი იმუნური ფუნქციის შემცირებასა და სიმსივნის რისკის გაზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
D ვიტამინის წყარო: ვირთევზას ღვიძლი, ცხიმიანი თევზი.
B12 ვიტამინის დეფიციტი
B12 ვიტამინი, კობალამინი, სისხლის ფორმირებისთვის, ტვინის და ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ორგანიზმში მისი დეფიციტისკენ მიდრეკილნი ვეგეტარიანელები, ვეგანები, ასევე ხანდაზმული ადამიანები არიან.
B12 ვიტამინი სხეულის თითოეულ უჯრედს სჭირდება, მაგრამ ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია. ამ ვიტამინის მიღება მხოლოდ კვების პროდუქტების ან საკვები დანამატების სახით შეიძლება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ტვინის მუშაობის დარღვევა და ჰომოცისტეინის დონის გაზრდა.
B12 ვიტამინის წყარო: სუბპროდუქტები, ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, მოლუსკები.
კალციუმის დეფიციტი
ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედს კალციუმი სჭირდება. ის ძვლების და კბილების მინერალიზაციას ახდენს, ასევე სასიგნალო მოლეკულას წარმოადგენს: მის გარეშე გული, კუნთები და ნერვები ნორმალურად ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ.
თუ ორგანიზმი საჭირო რაოდენობის კალციუმს ვერ იღებს, ის მნიშვნელოვან მინერალს ძვლებიდან აიღებს, რაც მის შესუსტებას გამოიწვევს. კალციუმის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი – ოსტეოპოროზი.
კალციუმის წყარო: სარდინი, რძის პროდუქტები, მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული.
A ვიტამინის დეფიციტი
A ვიტამინი ცხიმში ხსნად შეუცვლელ ვიტამინს წარმოადგენს, რომელიც ჯანსაღი კანის, კბილების, ძვლების და უჯრედული მემბრანის ფორმირებას და ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, თვალის პიგმენტებს აწარმოებს, რომელიც მხედველობისთვის აუცილებელია.
A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის როგორც დროებითი, ასევე მუდმივი დაზიანება, მათ შორის სიბრმავე (მისი დამახასიათებელი ნიშანია ქათმის სიბრმავე, როცა სინათლის შეცვლის დროს მხედველობის უნარი მცირდება). მის დეფიციტზე მიუთითებს ცრემლდენა და თვალების წვა კაშკაშა სინათლეზე, მშრალი „ბატის კანი“ იდაყვებსა და დუნდულებზე.
A ვიტამინის წყარო: სუბპროდუქტები (ღვიძლი), თევზის ქონი, კარაქი, კვერცხის გული, სტაფილო.
მაგნიუმის დეფიციტი
მაგნიუმი სხეულის ერთ-ერთ მთავარ მინერალს წარმოადგენს: ის ძვლების და კბილების სტრუქტურისთვის აუცილებელია, ასევე 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში მონაწილეობს. მისი დეფიციტის დროს მეტაბოლური სინდრომის და მე-2 ტიპის დიაბეტის, გულის დაავადების და ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება,
მაგნიუმის დეფიციტის მთავარი სიმპტომებია გულის რითმის დარღვევა, კუნთოვანი სპაზმი, მშფოთვარე ფეხის სინდრომი, დაღლილობა და შაკიკი. გრძელვადიანი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, ინსულინის მიმართ რეზისტენტობით და გაზრდილი წნევით გამოიხატება.
მაგნიუმის წყარო: მთელი მარცვლეული, ნუში, მუქი შოკოლადი, მუქი მწვანე ფერის ფოთლოვანი ბოსტნეული.