ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ყველაზე მეტად 2020 წელს – ასტროლოგის პროგნოზი

5453

ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობმა 4 ზოდიაქოს ნიშანი დაასახელა, რომლებისთვისაც 2020 წელი დიდწილად საბედისწერო აღმოჩნდება.

აი, ისინი:

1. კურო

კუროს შეუძლია არაფერზე ინერვიულოს: ცხოვრებაში უიღბლობის პერიოდი ბოლოს მიუახლოვდა!

2020 წელს სერიოზული სირთულეები არ შეგხვდებათ. ჰოროსკოპი კუროს შესანიშნავ პერიოდს ჰპირდება, როცა მთელი გულით სუნთქვას და დინებაზე გაყოლას შეძლებთ.

ოღონდ უმოქმედობამ არ გაგიტაცოთ – კარგი დროა სწავლისთვის, საკუთარი ჰორიზონტის გასაფართოებლად, სულიერი მიზნების და ცოდნის ბარგის შესავსებად. თვითგანვითარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

წლის მეორე დეკადი ზოგიერთ კუროს საბედისწერო შეხვედრით დაამახსოვრედება, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის.

2. ქალწული

ახალ წელს ქალწულს ცხოვრების ყველა სფეროში სტაბილურობა ელოდება.

ქალწულის ტრიუმფი მთლიანად მისი დამსახურებაა. მას გაუმართლებს მხოლოდ იმიტომ, რომ გასულ წლებში კარგად იმუშავეს.

არ იჩქაროთ და მომავალზე უფრო მეტად დაფიქრდით. ნააჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ. ბედნიერი წელი ნერვების მოშლად და ურთიერთობის გაფუჭებად რომ არ შემოგიბრუნდეთ, წლის დასაწყისში ემოციები უნდა გააკონტროლოთ. ასე სიმშვიდე და თავდაჯერებულობა როგორც საქმიან საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.

3. მერწყული

2020 წელს მერწყულისთვის თავისუფლების და რისკის დრო იქნება.

აბსოლუტური თავისუფლება ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ დაგეხმარებათ რომ ყურადღება მიაქციოთ უფრო სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით.

თუ სამსახური არ მოგწონთ, სჯობს რაიმე გამოსავალი იპოვოთ, სადაც თავის გამოხატვას შეძლებთ. მაგალითად, ჰობი, მოგზაურობა, სპორტი ან სიყვარული.

რაც მთავარია, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ასე 2020 წელი წარმატების მოპოვებასა და ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ.

4. თევზები

თევზებისთვის დგება დრო, როცა შეიძლება და უნდა იცხოვრონ ისე, როგორც დიდი ხანია სურდათ.

სწორედ ამიტომ, თქვენი შესაძლებლობები უნდა შეაფასოთ და სურვილებს შეუხამოთ. თავდაჯერებულობა და შეუპოვრობა ცხოვრებაში, სიყვარულსა და შემოქმედებაში თვითრეალიზაციის საშუალებას მოგცემთ.

ახალი წელი იშვიათ შანს მოგცემთ იცხოვროთ ისე, როგორც ოცნებობთ. ამასთან წესებით თამაში აუცილებელია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს