რატომ არის ლომი საუკეთესო მშობელი და მეუღლე

2911

ყველამ იცის, რომ ლომი საკმაოდ თვითმოსიყვარულე ნიშანია, ნარცისტულ სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ. საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და დიდების სხივებში ნებივრობა მის ეგოიზმზე სულაც არ საუბრობს.

ლომს სხვა მხარეც აქვს, რომელსაც მხოლოდ ყველაზე ახლობლებს უზიარებს. მტაცებლები ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველები, ნაზები და ერთგულები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ლომი საუკეთესო მშობელი და მეუღლეა ზოდიაქოს ნიშნებს შორის!

რატომ? აი, ამის 11 მიზეზი:

1. ერთგულება

ლომი ძალიან ლოიალური და ერთგულია. მოგების გამო არასდროს მეგობრობს და ნაცნობებს მხოლოდ რაღაც საკითხის მოსაგვარებლად არ იძენს.

ამასთან ლომი ხანგრძლივ და ნამდვილ მეგობრობას აფასებს. აფასებს, როცა მის გვერდით არიან ადამიანები, რომლებთან ერთად განტვირთვას შეძლებს და ვისაც ენაზე კბილის დაჭერა შეუძლიათ მაშინ, როცა ეს საჭიროა.

ლომი მისი თანდასწრებით მეგობრის შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემს. თავისიანებს ყოველთვის დაიცავს, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ წრეს არ ეკუთვნის.

2. მიზანდასახულობა

ლომი საკმაოდ ამბიციური ადამიანია. ის ბრძოლაზე გიჟდება. ყოველთვის ოდნავ არარეალურ მიზნებს ისახავს და სასურველის მიღწევამდე ბრძოლას აგრძელებს.

რაც მთავარია, ზუსტად იცის, თუ რა და რატომ სურს და რა არის მისი საბოლოო მიზანი.

ლომისთვის მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესოთა შორის თავი საუკეთესოდ იგრძნოს. თუ არ გაუმართლებს, კვლავ თავიდან ცდილობს. თუ კვლავ არ გაუმართლებს, კიდევ ერთხელ ცდის, ოღონდ უფრო დიდი მრისხანებით და აგრესიით.

3. საიმედოობა

ამბიციურობა ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის საუკეთესო თვისება არაა. მისი მთავარი თვისება საიმედოობაა.

ლომთან ნებისმიერი ადამიანი თავს მშვიდად იგრძნობს. ლომი სხვებს თავდაჯერებულობას ანიჭებს. ლომი არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის რჩევა უნდა ჰკითხოთ, როცა რაღაცაში ეჭვი გეპარებათ.

4. გართობის უნარი

ლომის თითქმის მთავარი ნიშანი – გარშემომყოფების ყურადღების მიღების მოთხოვნილება. ლომი ძლიერ იმედგაცრუებული რჩება, როცა ოთახში შესვლისას მას ყურადღებას არავინ აქცევს.

სწორედ ამიტომ, ლომი მუდმივად საინტერესო ისტორიებს ჰყვება და ადამიანების გაცინება უყვარს. ლომს იმ ხალხთან ერთად დროის გატარება უყვარს, ვისაც თუ არ უყვარს, აფასებს მაინც.

5. სიცოცხლის მიმართ სიყვარული

მასში სიცოცხლის მიმართ იმდენად ძლიერი სიყვარული ბუდობს, რომ შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს, ოღონდ კი ახალი ნივთები გამოცადოს, ახალი გამოცდილება მიიღოს ან დაინახოს ის, რაც ადრე არ უნახავს.

ახალი კერძის გასინჯვა, მწვერვალების დაპყრობა, ვისკის დალევა და ვარსკვლავების ციმციმის ყურება უყვარს. მოგზაურობაზე გიჟდება – მათი ნება რომ იყოს, ყოველდღე იმოგზაურობდნენ. ლომს კომფორტის ზონის დატოვება არ აშინებს.

6. ოპტიმიზმი

ლომი გამოუსწორებელი ოპტიმიზმია. ის გახურებულ ზაფხულში დაიბადა, ეს კი იდეალური დროა, რომ უზრუნველი, მხიარული და მგრძნობიარე იყო.

7. გამომგონებლობა

ბევრი ზოდიაქოს ნიშანი, მაგალითად თხის რქა და ქალწული უფრო ორგანიზებულია, ვიდრე ლომი. დაგეგმარება ლომს ღლის. სამაგიეროდ თამაშს სახელად „ცხოვრება“ სცენარის გარეშე დიდი სიამოვნებით ითამაშებს.

მას მტკიცედ სწამს, რომ მთავარია აქ და ახლა სწორი არჩევანი გააკეთოს. მას სპონტანურობა უყვარს. თუ არასწორი დაგეგმვის გამო უსიამოვნება ელოდებათ, იციან, რომ აუცილებლად გამოძვრებიან.

8. გულწრფელობა

ლომი ძალიან იშვიათად იტყუება. ახლობლებს კი არასდროს ატყუებს. რაც მთავარია: ლომი საკუთარ თავს არ ატყუებს.

სწორედ ამიტომ, თქვენს ზურგს უკან არასდროს იჭორავებს. თუ ლომს რაიმე არ მოსწონს, ძალებს იპოვის და ამ ყველაფერს სახეში გეტყვის.

9. კომუნიკაბელურობა

ლომი არის ადამიანი, რომელმიც ყოველთვის ყველას იცნობს და შეხვედრის დროს ახალ ნაცნობებს იძენს. ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბროს. შემდეგ კი მათთან ღრმა და ხანგრძლივ ურთიერთობას აყალიბებს.

თუ პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ ლომს დახმარებისთვის თამამად მიმართოთ. მას აუცილებლად ეყოლება ნაცნობი, რომელიც ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებს.

10. სიყვარულის უნარი

ლომის გული არის ადამიანის გული, რომელსაც გულწრფელად, ვნებიანად, უსიტყვოდ და სინანულის გარეშე უყვარს.

ლომი თვლის, თუ უნდა შეიყვაროს მაშინ მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრი, თუ უნდა მოიპაროს, მხოლოდ მილიონი. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი ლომია, შეგიძლიათ არ იკითხოთ, სინამდვილეში უყვარხართ თუ არა. რომ არ უყვარდეთ, სიყვარულის თამაშს არ დაიწყებდა!

გაითვალისწინეთ, რომ ლომი თქვენგანაც იგივეს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა!

11. იდეალურ დროს დაბადებული

პირდაპირ ვიტყვით: დაბადების დღის აღსანიშნად ივლისის ბოლოდან შუა აგვისტომდე პერიოდზე უკეთესი დრო არ არსებობს. ქუჩაში თბილი და მზიანი ამინდია, მეგობრები კი ელოდებიან, როცა მწვადების შესაწვავად აგარაკზე წავლენ. როდის? ლომის დაბადების დღეზე!

ლომი წვეულების ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს და ყველაფერს წინასწარ დაგეგმავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს