15 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ამქვეყნად ყველაფერს უყურა

4373
15 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ამქვეყნად ყველაფერს უყურა
15 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ამქვეყნად ყველაფერს უყურა

ზოგჯერ ერთი ფილმის შერჩევა ძალიან რთულია, რადგან ყველაფრის ერთდროულად ყურება გვინდა. განსაკუთრებით მაშინ თუ ფილმს ბევრი გამოხმაურება აქვს.

მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამქვეყნად უკვე ყველაფერს უყურა, დღეს ვთავაზობთ საუკეთესო ფილმების სიას, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ არ გინახავთ.

2+1


ახალგაზრდა ლოველასი სამუელი მდიდარი ადამიანების იახტით გასეირნებით ფულს გამოიმუშავებს, ხოლო თავისუფალ დროს სანაპიროს წვეულებებზე ატარებს, ლამაზ გოგოებს ეცნობა. მაგრამ ერთხელაც მის ცხოვრებაში ჩნდება ქალი პატარა ბავშვით, რომელიც ირწმუნება, რომ ეს მისი ბავშვია. გადაწყვიტა, რომ მსგავსი პრობლემა მას არ სჭირდება და სამუელი ბავშვის დედის მოსაძებნად მიემგზავრება, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ვითარდება.
ლამაზი და კეთილი ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ მხოლოდ დადებითი ემოციები დაგრჩებათ.

ზოოპარკის მფლობელის ცოლი


კიდევ ერთი ფილმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ისტორიას გვიჩვენებს. ისტორია, რომელშიც ბევრი გმირობა, სიყვარული და თანაგრძნობაა. მთავარი გმირი ანტონინა ჯაბინსკი და მისი ქმარი იანი, რომლებიც მათი ქალაქის სიტუაციას ვერ ეგუებიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არა მხოლოდ ცხოველები, არამედ სრულიად უცნობი ადამიანები გადაარჩინონ, იმის მიუხედავად რომ ნებისმიერ დროს მათი გამოაშკარავება შეუძლიათ.
ფილმი დაიან აკერმანის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ ანტონი ჯაბინსკის დღიურების მიხედვით არის შექმნილი.

მონსტრის ხმა


ეს არის ისტორია პატარა ბიჭის კონორის შესახებ, რომელსაც ცხოვრებამ ნაადრევად გაზრდა აიძულა. მისი დედა კიბოთი არის დაავადებული, მამას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურს, ხოლო თანაკლასელები მას მუდმივად დასცინიან. ერთხელაც ჩვეული ღამის კოშმარის შემდეგ ფანჯარასთან მონსტრი ჩნდება, რომელიც ბიჭს ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება.
დამაფიქრებელი ფილმი, რომლის ნახვის შემდეგაც აზრზე მოსვლა გაგიჭირდებათ.

სიყვარულის ილუზია


ახალგაზრდა და მგრძნობიარე გაბრიელას მშობლები ათხოვებენ ადამიანზე, რომელიც მას არასდროს უყვარდა. ის მშვიდი და პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მასთან ცხოვრება ნამდვილ ციხეს ჰგავს. ცოტა ხნის შემდეგ, გაბრიელას “ქვის” დაავადებას აღმოუჩენენ და სამკურნალოდ გზავნიან. აქ ის შეხვდება ადამიანს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდება და ერთად სიყვარულის ილუზიურ სამყაროში გაქცევას გადაწყვეტენ.
შესანიშნავი ფილმი, რომელიც შეყვარებულებს მოეწონებათ.

პატერსონი


მთავარი გმირის, პატერსონის ცხოვრება რუტინას ჰგავს, მაგრამ ამ მოწყენილობაშიც კი ლექსებისთვის შთაგონებას ნახულობს. იქნება ეს უბრალო საუბარი, ცხოვრებისეული სიტუაცია თუ ბარში ყოფნა. ის ლექსებს საიდუმლო ნოუთბუქში წერს და არ ოცნებობს გახდეს ცნობილი. თუმცა ერთი შემთხვევა ყველაფერს ცვლის.

ფილმი, რომელიც სამყაროს პოეტის თვალით დაგანახებთ.

საიდუმლო ხელნაწერი


როზან მაკნალტიმ ცხოვრების დიდი ნაწილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. კლინიკაში იმდენად დიდხანს დაჰყო, რომ არავის ახსოვს თუ რატომ აღმოჩნდა იქ. ახალი მთავარი ექიმი ქალის შემთხვევით დაინტერესდა და დამალული დღიური ნახა, სადაც როზანამ სიყვარულზე და მისი აქ მოხვედრის საიდუმლოს შესახებ წერს.
ფილმი, რომელიც ადამიანების შორის ურთიერთობის სირთულეზე დაგაფიქრებთ.

ოქრო


მთავარმა გმირმა კენიმ მამისგან მემკვიდრეობით კომპანია მიიღო, მაგრამ რამდენიმე წელში ყველაფერი განადგურდა და ძლივს ახერხებდა გადარჩენას. უჩვეულო სიზმრის შემდეგ კენი მის მსგავს უიღბლოს ნახულობს და მას სამოგზაუროდ წასვლას სთავაზობს, რომელიც მათ ცხოვრებას შეცვლის. უფრო სწორად კი ჯუნგლებში ოქროს ძებნას სთავაზობს.
შესანიშნავი სათავგადასავლო ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებზე არის დაფუძნებული.

ძაღლური ცხოვრება


ჩვეულებრივი პროვინციური ოჯახი თავშესაფრიდან ლეკვს აიყვანს. ლეკვი წლები ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ სიბერით გარდაიცვლება. გაღვიძებული, აღმოაჩენს რომ პოლიციელის ძაღლის სხეულში და ხვდება რომ თავიდან დაბადება შეძლო.
გულის ამაჩუყებელი ფილმი ძაღლის თვალებით – ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე მეგობარი, რომლისთვისაც ადამიანი – მთელი სამყაროა.

ნიჭიერი


ფრენკ ადლერი თავის ძმისშვილს მერის მარტო ზრდის, რომელსაც იშვიათი ნიჭი აქვს მათემატიკის სფეროში. ბიძიას მხოლოდ ერთი რამ სურს: რომ ბავშვი ბავშვად დარჩეს. თამაშებით გაერთოს, მეგობრები ჰყავდეს. მაგრამ ჰორიზონტზე ბავშვის დედა ფრენკა ჩნდება, რომელსაც გოგოს მომავალზე საკუთარი წარმოდგენა აქვს.
ოჯახური ფილმი, რომელშიც მშობლების და ბავშვების მუდმივი პრობლემა ჩნდება.

ყველაფერში დამნაშავე ენოტია


ჰოვარდ უეკფილდს უჩვეულო ცხოვრება ჰქონდა: მდიდრული სახლი, კარგი სამსახური, საყვარელი ცოლი და შვილები. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი იცვლება. ის ენოტს გაეკიდება და სახლის სხვენზე აღმოჩნდება, საიდანაც მის საცხოვრებელზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა. მთავარმა გმირმა დაინახა, რომ სუფრა გაშლილია და ოჯახი მას ელოდება. მას გაუჩნდა კითხვა:”რა მოხდება თუ დაიკარგება” და მან სხვებზე ცხოვრება გადაწყვიტა.
საინტერესო ფილმი, რომელიც ბევრ რამეზე დაფიქრებას გვაიძულებს.

იდეალური უცნობები


მეგობრების დიდი ჯგუფი ვახშმად იკრიბება. ისინი თამაშს გადაწყვეტენ: ყველა sms ხმამაღლა უნდა წაიკითხონ, ხოლო ზარებს მხოლოდ ხმამაღალ რეჟიმზე უნდა უპასუხონ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ეს უვნებელი თამაში სადამდე მიიყვანდათ და რა საიდუმლოებებს აეხდებოდა ფარდა.
ღრმა ფილმი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანს კარადაში თავისი ჩონჩხი აქვს.

მთელი ეს სამყარო


მთავარი გმირი, მედი – ჭკვიანი და ცნობისმოყვარე გოგონაა. მას სამყაროს გემოს შეცნობა სურს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ქუჩაში გამოსვლა არ შეუძლია. მისი ერთადერთი დამხმარეა – წიგნები, ხატვა და არქიტექტორს ინტენსიური კურსები. ერთხელ მისი ცხოვრება იცვლება. ის მეზობელს გაიცნობს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდება.
რომანტიული ფილმი, რომელიც ყურებად ნამდვილად ღირს, თუ სიყვარულს და სასწაულის გჯერათ.

დევიდ ლინში: ცხოვრება ხელოვნებაში


ყველაზე საიდუმლოებით მოცული რეჟისორის ძალიან პირადული მონოლოგი. რეჟისორის რომელმაც შექმნა ისეთი ფილმები, როგორიცაა “ტვინ პიქსი”, “მულჰოლენდ დრაივი” და “ლურჯი ხავერდი”. დევიდ ლინში – ნამდვილად გენიალური და განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც მაყურებლებისთვის თავისი სამყარო – მხატვრის სამყარო გახსნა.

ცდუნება


დახურული პანსიონი ქალებისთვის გარე სამყაროდან კარგად იყო დაცული მანამ, სანამ ახალგაზრდა აღმზრდელი ტყეში დაჭრილ მეომარს არ ნახულობს. ყველა სტუმრის წინააღმდეგია, მაგრამ დირექტორი მას სახლში უშვებს და ერთად მის მოვლას იწყებენ. მალე მეომარს ყველაფერი აინტერესებს და პანსიონში მამაკაცის ყურადღების მიპყრობაზე ბრძოლა იწყება.
ფილმი ართჰაუსის მოყვარულებს მოეწონებათ.

უსიყვარულო


ჯენის და ბორისი ოჯახური ცხოვრება დასასრულს უახლოვდება: მათ განქორწინება გადაწყვიტეს და უკვე ფაქტიურად სხვა ადამიანებთან ახალი ცხოვრება დაიწყეს. სწორედ ამიტომ მათ დოკუმენტების სწრაფად მოგვარება და თავიანთ გზაზე წასვლა ეჩქარებათ. თუმცა ამ უსასრულო ჩხუბისა და კონფლიქტების დროს მათ თავიანთი 12 წლის ბიჭი, ალექსი ავიწყდებათ, რომელიც ოჯახს თავს ზედმეტად გრძნობს. მორიგი ჩხუბის შემდეგ ალექსი ქრება.
გულისამაჩუყებელი ფილმი, რომელიც რეალური ცხოვრების ყველა რთულ დეტალს გვიჩვენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს