ზამთარში სასწაულებს ჩვეულებრივზე უფრო მეტად ველით. წინ დღესასწაულები – მაგიისა და ჯადოქრობის დროა. როგორ გვინდა ხოლმე, რომ შავი ზოლი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს და დაიწყოს სასიხარულო ცვლილებები. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ ზამთარი არაჩვეულებრივი დრო იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მხოლოდ 3 ნიშანს გაუმართლებს.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორი ზამთარი ელის ზოდიაქოს 3 იღბლიან ნიშანს 2020 წელს.
ზამთრი ზუსტი პროგნოზი
თეთრი მეტალის ვირთხის წელი კარს მოგვადგა. იგი ახალი 12-წლიანი ციკლის დასაწყისია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ახალი სტარტია. ასტროლოგები გვპირდებიან, რომ კარგი წელი გვექნება, თუმცა, გარკვეული სირთულეების შესახებაც გვაფრთხილებენ. ყველაფერთან ერთად, წელი საპასუხისმგებლოც იქნება, რადგან სწორედ ახლა უნდა ჩაყაროთ საფუძველი მომავალი 12 წლისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი კი სწორედ ზამთარია.
2020 წლის მფარველი პატივს სცემს მამაცებსა და ძლიერებს, თუმცა ვერ იტანს ზარმაცებს. თუ თქვენ უყოყმანოდ მოჰკიდებთ ხელს მნიშვნელოვან საქმეებს, ვირთხა დამსახურებისამებრ დაგაჯილდოებს. ვირთხა ზოდიაქოს პირველი ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წელში წარმატება მხოლოდ გამბედავებს, მიზანმიმართულებსა და ამბიციურებს ელის. მან უკვე აირჩია 3 იღბლიანი ნიშანი, რომლებსაც წლის დასაწყისშივე მოუმართავს ხელს.
1. მშვილდოსანი
ამ ნიშნის შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა დამსახურებისამებრ დაფასდება. წლის ბოლომდე, თქვენ მოგიწევთ ოფლისღვრამდე მუშაობა, თუმცა, იანვრის დაწყებასთან ერთად, საქმე თანდათან დალაგდება. ბედი გულუხვად დააჯილდოებს თქვენს ძალისხმევას. ზამთარი თქვენთვის იღბლიანი პერიოდი იქნება, როცა შეძლებთ ყველაზე თამამი ოცნებების განხორციელებას.
მშვილდოსნებს ელით გარკვეული ისეთი სიტუაცია, როცა ახლობლების დახმარება დასჭირდებათ. ნუ იტყვით მასზე უარს, მინიშნებები და მხარდაჭერა თქვენთვის აუცილებელია. მხოლოდ ახლობლების დახმარებით თუ შეძლებთ წარმატების მიღწევას. წარმატება მთელი წლის მეგზური რომც იყოს, მაინც არ თქვათ ახლობლებისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე უარი. აი, ასეთია 2020 წლის ზამთრის პროგნოზი თქვენთვის.
2. თევზები
ბედის კიდევ ერთი ფავორიტი. ზამთარში ყველა სირთულე წარსულს ჩაბარდება და ახალი, ნათელი ცხოვრება დაიწყება. იღბალი თევზებს უამრავ სურპრიზს მოუტანს ფინანსურ სფეროში თუმცა, არც პირადი ცხოვრების შესახებ დაივიწყებს. თევზებს ბევრი ახალი ნაცნობობა ელის, რომლებიც მის სამომავლო ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. თქვენ გაგიჩნდებათ შანსი, გადაჭრათ ფინანსური პრობლემები და გაისტუმროთ ვალები.
თუ პირადი ცხოვრება აქამდე არეული გქონდათ, ზამთარში ყველაფერი შეიცვლება. თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს. იგი შემოგახვევთ სიყვარულსა და ზრუნვას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ დადებული ქვის ქვეშ წყალი არ გაედინება. არ შეიძლება უბრალოდ იჯდეთ და ელოდოთ, როდის დალაგდება ყველაფერი თავისით. თქვენგან ცოტაოდენი ძალისხმევა და ცვლილებების სურვილია საჭირო.
3. კურო
გულწრფელად ვიტყვით, თქვენთვის ეს წელი მარტივი არ ყოფილა. იღბლის პატარა ნაგლეჯისთვის მუდმივი ბრძოლა გიხდებოდათ, თუმცა ამ ზამთარს ყველაფერი შეიცვლება. უკვე დეკემბერში, საქმე უკეთესობისკენ წავა, სულ ცოტაც უნდა მოითმინოთ. წლის ბოლო შეიძლება ცოტათი დაძაბული გამოვიდეს, თუმცა ცვლილებები უკვე გზაშია, მალე თავადაც იგრძნობთ.
კუროებს ბედი თავისი კალთის გადაფარებით იმ ყველაფრისთვის დააჯილდოებს, რისი მოთმენაც წინა წელს მოუხდათ. იანვრიდან, ოჯახური და ფინანსური პრობლემები დამოუკიდებლად გადაწყდება. ასევე, კუროებს ელით ერთგვარი შინაგანი ტრანსფორმაცია, რომლის წყალობითაც შეძლებენ სამყაროს სხვა თვალებით დანახვას. თქვენ გაგიმართლებთ ყველაფერში, მოეჭიდეთ იღბალს!
სასწაულების პერიოდი ახლა იწყება. და არამხოლოდ ამ სამი იღბლიანისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ზამთარი გვახვევს ჯადოსნურობისა და განსაკუთრებული მაგიის სრულ წრეში, რომელსაც სურვილების ახდენა შეუძლია. ნუ დაიშურებთ ძალისხმევას და თქვენც მოხვდებით ამ იღბლიანთა სიაში, მაშინაც კი, თუ ვარსკვლავები საწინააღმდეგოს ამბობენ.
იპოვეთ თქვენი ნიშანი ამ სიაში?