წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი უსიამოვნო სუნს, კბილის ნადებს და ყელის ტკივილს მოგაშორებთ

5828
image: wikimedia.org

ალბათ, წყალბადის ზეჟანგი სხვადასხვა მიზნით ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ. ამჯერად, „ვივიენი“ გიამბობთ, თუ მისი დახმარებით მარტივად როგორ გაითეთროთ კბილები, მოიშოროთ კბილის ქვა და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ასევე ყელის ტკივილი.

მოკლედ წყალბადის ზეჟანგის შესახებ

წყალბადის ზეჟანგი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც მხოლოდ წყლისა და ჟანგბადისგან (H202) შედგება. ეს „ჯადოსნური“ სითხე ადვილად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება.

თუ წყალბადის ზეჟანგს საკვებ სოდას დაუმატებთ, ეს ნარევი შეუფასებელი იქნება. ასეთი ნარევის დახმარებით მოიშორებთ:

  • კბილების სიყვითლეს
  • კბილების ნადებს
  • რუხ კბილებს
  • კბილის ქვას
  • უსიამოვნო სუნს პირის ღრუში

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სწორად საუკეთესო შედეგის მისაღებად:

კბილის ჯაგრისს რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ და კბილები გაიწმინდეთ. ამ პროცედურის შემდეგ პირში წყალი კარგად გამოივლეთ.

წყალბადის ზეჟანგის და სოდის სპეციალური ნარევი მოამზადეთ: ამისთვის 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი საკვებ სოდას დაუმატეთ ისე, რომ სპეციფიკური პასტა მიიღოთ. მიღებული პასტით კბილები რამდენიმე წუთით გაიწმინდეთ და ჩვეულებრივი წყლით გამოივლეთ, რომ პასტის ნარჩენები მოიშოროთ.

რჩევა:

გაითვალისწინეთ, რომ წყალბადის ზეჟანგი საკმაოდ აგრესიული მჟანგავია, ამიტომ კბილებთან მისი ხანგრძლივი კონტაქტი არ შეიძლება. ასე შეიძლება კბილები და ღრძილები დაიზიანოთ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, რომ წყალბადის ზეჟანგი კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.

წყალბადის ზეჟანგი ყელის ტკივილის დროს

 

პროცედურისთვის გაუზავებელი წყალბადის ზეჟანგი არ გამოიყენოთ. 2 ჭიქა აიღეთ. პირველ ჭიქაში 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი დაამატეთ და ამ ხსნარით პირის ღრუ და ყელი გამოივლეთ. შემდეგ ყელი ჩვეულებრივი თბილი წყლით გამოივლეთ, რომ წყალბადის ზეჟანგის ნარჩენები ჩამორეცხოთ.

პროცედურის ჩატარების დროს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად და ზიანის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია:

  • ყელის გამოვლება მინიმუმ ნახევარი წუთით;
  • ლორწოვან გარსზე პრეპარატის მჟავე მოქმედების გასანეიტრალებლად, წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შემდეგ ყელი ჩვეულებრივი, ანადუღარი თბილი წყლით გამოივლეთ.
  • ყელის გამოვლებამდე 1 საათით ადრე და შემდეგ საკვების მიღება და სითხის დალევა არ შეიძლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს