სელის ნახარში კურნავს ართროზსა და სახსრების ტკივილს

3384
image: wikimedia.org

ამჯერად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი გვერდის “მარაგი” შევავსოთ კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო სტატიით, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მათ, ვისაც სახსრების მსხვრევა და ართროზი აწუხებს.

დასაწყისისთვის, უნდა გაიგოთ, თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება. ართროზი – სახსრის ხრტილის ქრონიკული დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებაა, რომელიც, ასე თუ ისე, იწვევს ძვლოვანი ქსოვილის დეფორმაციას. დღეისათვის, არსებობს უამრავი თანამედროვე და საკმაოდ ეფექტური მეთოდი ამ დაავადებასთან ბრძოლისა და მკურნალობისთვის.

ამ სტატიაში, ჩვენ გაგაცნობთ მეთოდს, რომლის გამოყენებაც ყოევლდღე შეგიძლიათ, შედეგი კი, სწორად შესრულების შემთხვევაში, არ დააყოვნებს.

მაშ ასე, საუბარია სელის ნახარშზე. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ სელის ნახარში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების, მარილებისა და რადიონუკლიდების გამოდევნაში.

მომზადება და გამოყენება

200 გ სელის თესლს დაასხით 3 ლ ცივი, გაფილტრული წყალი. ჯერ აადუღეთ, შემდეგ დადგით ორთქლის აბაზანაზე 2 საათით, ნელ ცეცხლზე. როცა ნახარში მომზადდება, ამოიღეთ თესლი და დალიეთ 1 ლიტრი დღის განმავლობაში. ნახარში უნდა მომზადდეს ყოველ მესამე დღეს. მკურნალობის კურსი 18 დღე გრძელდება.

სელის თესლი, რომელიც ნახარშისგან დაგრჩათ, გამოიყენეთ ცვილის ქაღალდით, კომპრესების სახით. ამისათვის, დაიდეთ კომპრესი მტკივან სახსარზე და შეიხვიეთ ბინტით.

უკუჩვენებები

სელის ხანგრძლივი და არაზომიერი გამოყენება მოწამლვას იწვევს. სელის უკუჩვენებაა ნაწლავის ფუნქციის მწვავე დარღვევა (უწყვეტი ფაღარათი) და კერატიტი (თვალის რქოვანას ანთება).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს