ერთი თვალით მომავალში ჩაიხედეთ და დღესვე გაიგეთ, თუ მომავალ წელს როგორი საინტერესო და იდუმალებით მოცული მოვლენები გელოდებათ.
ადამიანებს ასეთი სურვილი უძველესი დროიდან ჰქონდათ. ახლაც კი, ელექტრონიკის და კიბერნეტიკის ეპოქაში, როცა „კოსმოსური ხომალდები მსოფლიოს ოკეანეებში დაცურავენ“, ჩვენ მკითხავებს და ნათელმხილველებს სიამოვნებით ვუსმენთ, ყველა შესაძლო მკითხაობას ვსწავლობთ და ასტროლოგების აზრებს ვითვალისწინებთ.
დღეს „ვივიენი“ ვასილისა ვოლოდინოვისგან ყოველწლიურ პროგნოზს გთავაზობთ, რომელსაც ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ.
ინდივიდუალური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
ვერძს ჰარმონია და სტაბილურობა ელოდება. გაზაფხული და ზაფხული მშვიდი იქნება, ხოლო შემოდგომაზე კარიერაში სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი. ოჯახურ ფრონტზე შესანიშნავი სიტუაცია შეიქმნება და ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. აი, მფლანგველობას სჯობს მოეშვათ და ფული „მომავლისთვის“ გადადოთ.
კურო
კუროს ცხოვრების ყველა ასპექტში სერიოზული ცვლილებები ელოდება – დაწყებული პირადით და პროფესიული კუთხით დამთავრებული. მორალური და ფინანსური წარმატების მისაღწევად ბევრი და ნაყოფიერი შრომა მოგიწევთ. თუ სამსახურის ადგილის შეცვლას გადაწყვეტთ, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. პარტნიორთან ღრმა ურთიერთკავშირი ერთობლივი დასვენების და პატარა სიურპრიზების მიღების საშუალებას მოგცემთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს რაციონალური მენიუს, ფიზიკური დატვირთვის და აქტიური ცხოვრების წესის დაცვით შეძლებთ.
ტყუპები
2020 წელს ბედი გაგიღიმებთ. ყველა პროექტი წარმატებული იქნება, ხოლო შედეგს ძალიან სწრაფად დაინახავთ. გაზაფხულის დასაწყისიდან კარიერული ზრდის პიკი გელოდებათ. რაც მთავარია, სამსახურმა ოჯახს ხელი არ უნდა შეუშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კამათს და გაუგებრობას თავიდან ვერ აიცილებთ. ჯანმრთელობას სურდო და ვირუსული დაავადებები შეუტევს, ამიტომ ზამთარში და შუა სეზონურ პერიოდში საკუთარ თავზე განსაკუთრებულად იზრუნეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბს რთული პერიოდი ელოდება, მაგრამ ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგება, მეგობრებთან აქტიური კონტაქტი და ნათესავების საიმედო მხარდაჭერა ნეგატივის მოშორებაში დაეხმარებათ. ფულის მხრივ ყველაფერი საკმაოდ სტაბილურად იქნება, ცხოვრებაზე და ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის გეყოფათ, ხოლო დიდ ხარჯებს ვერ გაწვდებით. ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან სტრესი და ზედმეტი დაძაბულობა ნერვულ აშლილობას და დეპრესიას მოგიტანთ.
ლომი
ლომი ყველაფერს მოასწრებს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევს. ოჯახში კამათის და კონფლიქტის თავიდან აცილებას გრძნობების და ემოციების მკაცრი გაკონტროლებით შეძლებთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგაწუხებთ. სპორტით დაკავება და ხარისხიანი დროული დასვენება იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ქალწული პირადი და პროფესიული ცხოვრების კარდინალურად შეცვლის, ახალი სამსახურის პოვნის და უფროსი ხელმძღვანელობის დაკავების შანსს მიიღებს. სექტემბერში ოჯახური ნავი შეიძლება გაიბზაროს, ამიტომ თავშეკავებული იყავით და ყოველი სიტყვა კარგად აწონეთ. საქმისთვის საკმარისი ძალები რომ გქონდეთ, სწორად უკვე იკვებოთ, არ გადაიტვირთოთ, სრულყოფილად დაისვენოთ და ნერვული სისტემა შეტევებისგან დაიცვათ.
სასწორი
სასწორი ახალ ადამიანებს შეხვდება, ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს და სამსახურში დაწინაურების შანსი ექნება. კომპრომისებზე წასვლის ბუნებრივი უნარი ისეთი მწვერვალების მიღწევაში დაგეხმარებათ, რომლის შესახებ ადრე ოცნებობდით. სიყვარულში უსიამოვნებები არ გელოდებათ, ხოლო ჯანმრთელობა სტაბილური იქნება.
მორიელი
მორიელმა შეიძლება მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგოს, მაგრამ ეს რაღაც ფატალური არ იქნება. სანაცვლოდ, ბედი რაღაც ახალს გამოგიგზავნით, რომელიც არა ნაკლებად მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება. მთავარია, არ იზარმაცოთ და აქტიურად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური მარცხი გელოდებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი სამსახურში ყურადღებით უნდა იყოს და კოლეგებთან კამათს მოერიდოს. პროფესიონალურ საკითხებში სჯობს ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და ადამიანებზე მათი საქმით და არა სიტყვებით იმსჯელოთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ, მაგრამ ვიტამინებით მხარდაჭერა ორგანიზმს ხელს არ შეუშლის. კარგ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე რეგულარული გასეირნება ურიგო არ იქნება.
თხის რქა
მშვიდი და ხელსაყრელი წელი გელოდებათ. ღირებულებებს გადააფასებთ, ახლობლებთან სრულ ურთიერთგაგებას მოიპოვებთ და სულიერ წონასწორობას მოიპოვებთ. ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ვირუსული დაავადებების პერიოდში პროფილაქტიკური ზომები მაქსიმუმ მიიღეთ.
მერწყული
მერწყული ძალების წარმოუდგენელ ზრდას იგრძნობს. ყველა გეგმის, მათ შორის ყველაზე ამბიციური გეგმის განხორციელებას შეძლებს. სიყვარულში ვნება და უამრავი სიამოვნება ელოდება. აი, მავნე ჩვევებზე გირჩევთ უარი თქვათ და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე სერიოზულად დაფიქრდეთ.
თევზები
თევზებს მშვიდი პერიოდი ელოდებათ. ცხოვრება ჩვეულ დინებაში იქნება, ყოველგვარი რადიკალური შოკების და პრობლემების გარეშე. თუმცა, თუ ბედის თავიდან ბოლომდე შეცვლა გსურთ, არ შეგეშინდეთ და იმოქმედეთ. ყველა კარდინალური ცვლილება წარმატებული იქნება და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.