როგორ მოვქსოვოთ ხალიჩა ყაისნაღით

3150

ალბათ, ყველა სახლშია ისეთი ნივთი, რომელიც ბნელ კუთხეში დევს, ელოდება თავისი აღორძინების დროს, როცა ადამიანი მას გამოყენებას უპოვის. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირია ხელოვან ადამიანებთან, რომლებსაც ხელსაქმე უყვართ.

მეც ხელოვან ადამიანებს მივაწერ საკუთარ თავს. ამ უქმეებზე სახლი ძირფესვიანად დავალაგე, რის შედეგადაც უამრავი მასალა ვიპოვე. მათ შორის, ყველაზე მეტად შთამაგონა საქსოვი ძაფის გორგალმა და 1 ფირფიტა დიდი ზომის პლასტმასის ქსოვილმა.

ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ სულ 1 თვის წინ ვიყავი სტუმრად ქალთან, რომელმაც მასწავლა ქსოვის უჩვეულო გზა, პლასტმასის ქსოვილის გამოყენებით.  მისი შრომის შედეგი რომ ვნახე, მეც მომინდა იმავეს გაკეთება.

მე არც ისე კარგი მქსოველი ვარ, განსაკუთრებით, ყაისნაღით, არ ვფლობ საქსოვი თემატიკის ტერმინებსა და ხრიკებს. ამიტომ, იმედი მაქვს, გამოცდილი ხელსაქმოსნები მაპატიებენ არაპროფესიონალურ ენას. ვეცდები, აღწერაში დაშვებული შეცდომები პროცესის დაწვრილებითი ილუსტრაციით გამოვასწორო, რომლითაც ხალიჩის მოქსოვას ისიც კი შეძლებს, ვინც ყაისნაღი ხელში პირველად აიღო.

როგორ მოვქსოვოთ ხალიჩა

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა გასართობი და მარტივი მასტერ-კლასი იმის შესახებ, თუ როგორ მოვქსოვოთ მყუდრო ხალიჩა ყაისნაღით, პლასტმასის ქსოვილის ფუძეზე. შედეგი ყველას მოეწონება!

დაგჭირდებათ

  • პლასტმასის უხეში ქსოვილი
  • საქსოვი ძაფი
  • საქსოვი ყაისნაღი
  • ხის ძაფი ფოჩებისთვის
  • სწორკუთხა საგანი
  • საკანცელარიო დანა

მუშაობის პროცესი

1. დასაწყისისთვის, პლასტმასის ქსოვილის კუთხის ხვრელში გააკეთეთ ყულფი ძაფით. შემდეგ, ყაისნაღით დაიჭირეთ ეს ყულფი, გაატარეთ მეზობელ ხვრელში და იქედან ამოიღეთ კიდევ ერთი ყულფი.

2. ახლა ვიღებთ მეორე ყულფს და ვატარებთ პირველში.

3. ყოველი მესამე ხვრელიდან ამოიღეთ მესამე ყულფი და გაატარეთ მეორეში.

4. ასე მოქსოვეთ მთელი რიგი. შემდეგ გადადით მომავალი ხალიჩის მეორე მხარეს და გააგრძელეთ ქსოვა ასეთივე თანმიმდევრობით.

5. როცა პირველ პერიმეტრს მორჩებით, თამამად შემოაბრუნეთ და გადადით მეორე რიგზე.

6. გააგრძელეთ ქსოვა, რიგის დაცვით.

7. როცა ხალიჩა მთლიანად მოიქსოვება, გააკეთეთ კიდევ ერთი წრე, პლასტმასის ქსოვილის კუთხეები რომ შეალამაზოთ.

8. ქსოვილის გვერდების შესალამაზებლად, გააკეთეთ ყულფი კუთხის ხვრელში, ხოლო შემდეგ გამოატარეთ ძაფი.

9. გააკეთეთ მეორე ხვრელში კიდევ ერთი ყულფი, რომელშიც ძაფსაც გამოატარებთ.

10. მიიღება ორი ერთნაირი ყულფი ყაისნაღზე. ახლა წამოაცვით მას ძაფი.

11. გაატარეთ იგი ორივე ყულფში ერთბაშად. მესამე ხვრელიდან კი ისევ ამოიღეთ ძაფი და გაიმეორეთ მოქმედებები.

12. შედეგად, მიიღებთ აკურატულ ძეწკვს, რომელიც გვერდებს ალამაზებს. ასე გააგრძელეთ ქსოვა გვერდის დასრულებამდე.

13. მოაბრუნეთ ხალიჩა და გააგრძელეთ გვერდის ქსოვა. მას შემდეგ, რაც პერიმეტრის ქსოვას დაასრულებთ, ფრთხილად დამალეთ ძაფის ბოლოები.

14. ახლა შეგიძლიათ დაამატოთ ფოჩები ხალიჩის მოკლე მხარეებზე. ამისთვის დაგჭირდებათ ძაფი, სწორკუთხა საგანი, საჭირო სიგანისა, და დანა ან მაკრატები. დასაწყისისთვის, დაახვიეთ ძაფი საგანზე (მე ამისთვის ფანერის ნაჭერი ავიღე).

15. ფრთხილად მოჭერით ფოჩები მარჯვენა მხრიდან. შედეგად, მიიღებთ ერთ მუჭა ერთი სიგრძის ძაფს.

16. მოკლე მხრის კუთხის კვანძიდან გამოატარეთ ფოჩის ძაფის შუაგული. მიღებულ ყულფში კი თავისუფალი ბოლოები გაატარეთ.

17. დაქაჩეთ კარგად და გადადით შემდეგ ძაფსა და ყულფზე. ასე გააფორმეთ ხალიჩის ორი საპირისპირო მხარე. შემდეგ შეასწორეთ ფოჩების სიგრძეები, თუ მათ შორის სხვაობაა.

18. ახლა აიღეთ და შეხედეთ თქვენი შრომის შედეგს – როგორი მყუდრო ხალიჩა გამოგივიდათ, არა?

19. ასევე, სურვილისამებრ, აკრილის საღებავების, რამდენიმე ჭურჭლის, პულვერიზატორისა და წყლის გამოყენებით, შეგიძლიათ ხალიჩა შეღებოთ.

20. აი, ასეთ შედეგს მიიღებთ, თუ საღებავებს გამოიყენებთ.

სხვათა შორის, აკრილის საღებავებით მიღებული შედეგი უთოთი უნდა გაამყაროთ, რათა ხალიჩის გარეცხვა თავისუფლად შეიძლებოდეს.

ძველი ნივთებით ან ძაფის ნარჩენებით, რომლებიც ნებისმიერ დიასახლისს მოეძებნება, შეგიძლიათ შესანიშნავი ხალიჩის დამზადება, რომელიც განაახლებს ინტერიერს და თქვენს კერას ორიგინალურობას მიანიჭებს.

არ დაგეზაროთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს უჩვეულო იდეა მოდური ხალიჩის შესაქმნელად. ასევე, არ დაგავიწწყდეთ, მეგობრებსაც გაუზიაროთ ეს მარტივი და სახალისო გზა სახლის გასაფორმებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს