შეიძლება თუ არა ბროწეულის ჭამა წიპწებიანად

4378

მმმ, ბროწეულის მწიფე მარცვლები – ვის არ უყვარს ეს ნაყოფი? სასიამოვნო, მოტკბო-მომჟავო გემო და დაუჯერებლად სასარგებლო შემადგენლობა ამ ლალისფერ ხილს მილიონობით ადამიანისთვის საყვარელ პროდუქტად აქცევს. თუმცა, თავად მწიფე მარცვლების მირთმევის პროცესი, ჩვეულებრივ, ნამდვილ ეპოპეად იქცევა ხოლმე: ვიღაც ბროწეულს მთლიანად ჭამს, ხოლო ვიღაც გარკვეულ მანიპულაციებს ატარებს პირის ღრუში და თითოეულ წიპწას აფურთხებს.

ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, საბოლოოდ გადაეწყვიტა ეს საკითხი და გაერკვია, შეიძლება თუ არა ბროწეულის ჭამა წიპწებიანად, ჯანმრთელობის ვნების გარეშე.

ბოლოს და ბოლოს, როგორ მოვიქცეთ? ვჭამოთ ბროწეულის წიპწები თუ გადავყაროთ?

ბროწეულის წიპწების ჭამა შეგიძლიათ

ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მის წიპწებზე არასდროს არაფერი გვითქვამს. როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის წიპწები დიეტური ნახშირწყლებია, რომლებიც შეიცავს უჯრედისს, საკვები ტრაქტისთვის მოუნელებელს. საკვები, რომელიც ასეთი სახის უჯრედისს შეიცავს, სწრაფად გაივლის ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას, გამოაქვს ტოქსინები, შლაკები და ცხოველქმედების სხვა მავნე პროდუქტი.

ბროწეულის მარცვლები შედგება E ვიტამინის, პოლიუჯერი მჟავებისა და მცენარეული ცხიმებისგან, რის წყალობითაც ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი უმჯობესდება. თუ ბროწეულს წიპწებიანად მიირთმევთ, შეძლებთ არტერიული წნევის შემცირებასა და თავის ტკივილის მოშორებას.

ასეთი სასარგებლო პროდუქტის მოხმარება ზრდის სისხლში ჰემოგლობინის დონეს, გამორიცხავს ანემიის გაჩენის რისკს.

ბროწეულის წიპწები, აგრეთვე, სასარგებლოა ქალებისთვის კლიმაქსისა და მენსტრუაციის დროს. ძლიერი სქესისთვისაც სასარგებლოა შაქართან შერეული, დახეხილი წიპწების მირთმევა, მამაკაცური ამტანობის მოსამატებლად. ასე იქცევიან ჩინელები!

თუ ბროწეულის მწიფე ნაყოფს წიპწებიანად მიირთმევთ, საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ბროწეულის წიპწების ჭამისას, ისინი კარგად უნდა დაღეჭოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ სარგებელს არ მოგიტანთ.

აგრეთვე, არსებობს მოსაზრება, რომ ბროწეულის მთლიანი წიპწები შეიძლება შეკავდეს აპენდიქსში და გამოიწვიოს მისი ანთება. თუმცა, თუ ზომიერებას დაიცავთ და ზედმეტს არ შეჭამთ, ასეთ ნეგატიურ შედეგებს ორ თვლაში აიცილებთ თავიდან.

უნდა გახსოვდეთ, რომ ბროწეულის მარცვლები ძალიან მყარიც შეიძლება იყოს, ამიტომ ისინი ფრთხილად უნდა დაღეჭოთ, კბილის ემალი რომ არ დაიზიანოთ.

მნიშვნელოვანია! არტერიული წნევის შემცირების უნარის გამო, ბროწეულის წიპწებიანად მოხმარება არაა რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, რადგან ამ პერიოდში ქალებში აქტიურად გამომუშავდება პროგესტერონი, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას.

როგორც ხედავთ, ბროწეულის ჭამა, წიპწებით თუ მათ გარეშე – მხოლოდ თქვენი გემოვნების კი არა, სარგებლობის საკითხიცაა. დაიცავით ჩვენი რეკომენდაციები და თქვენი ორგანიზმი ამ პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისებას დააფასებს.

თუ წიპწების გადმოფურთხება გირჩევნიათ, ნუ გადაყრით ნაგავში. თუ ხმელ წიპწებს ნიადაგში ჩარგავთ, ბროწეულის თესლი ამოიზრდება ორ კვირაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი ბროწეულის ხე გექნებათ!

თქვენ როგორ ჭამთ ბროწეულს? წიპწებიანად თუ გარეშე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს