რულეტი „საბანკეტო“ იტალიური რეცეპტით – დეტალური ინსტრუქცია

1343

ძალიან ბევრი დიასახლისი უკვე იმაზე ფიქრობს, თუ სტუმრები საახალწლო დღესასწაულზე რით გაახაროს. „ვივიენი“ გთავაზობთ, რომ ახლობლები იტალიური რეცეპტით მომზადებული ხორცის რულეტით გაახაროთ. ყურადღება მიაქციეთ, ინგრედიენტებში დიდი რაოდენობით ხმელი სანელებლები შედის, რომლებიც შეგიძლიათ ახალი ბალახებით ჩაანაცვლოთ!

ჩემს ოჯახში ზამთრის დღესასწაულზე ამ კერძს უკვე წლებია ვამზადებთ. თამამად ვიტყვი, რომ პიკანტური რულეტის დახმარებით ხორცის ნაჭერი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

როგორ მოვამზადოთ ხორცის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 100 მლ მშრალი, თეთრი ღვინო
  • 400 მლ პომიდვრის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 3 ს/კ თეთრი პურის ორცხობილა
  • ½ ჩ/კ ხმელი თავშავა
  • ½ ჩ/კ ხმელი ბაზილიკი
  • ½ ჩ/კ ხმელი ოხრახუში
  • ½ ჩ/კ დაფქული წიწაკა
  • ½ ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ხოლო ნიორი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

2. პატარა თასში ნიორი, დაქუცმაცებული ორცხობილა, ბაზილიკი, თავშავა, ოხრახუში და მარილი აურიეთ. ნედლი კვერცხი, გახეხილი ყველი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

3. ხორცი ფართო საჭრელ დაფაზე დადეთ და შუაზე გაჭერით, ოღონდ ბოლომდე არ გაჭრათ, რადგან ასე ხორცის ორ ნაჭერს მიიღებთ და არა ერთს. ხორცის სისქე 1 სმ-ზე არ უნდა აჭარბებდეს. ძროხის ხორცს მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

4. ხორცზე შიგთავსი მოათავსეთ და მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. ერთ კუთხეში თავისუფალი 2 სმ-ს დატოვება არ დაგავიწყდეთ.

5. ძროხის ხორცი ფრთხილად დაახვიეთ. ეცადეთ, რომ შიგთავსი შიგნით დარჩეს.

6. სამზარეულოს ძაფით მჭიდროდ შეკარით.

7. ტაფაზე ხახვი დაყარეთ და ზემოდან ხორცის რულეტი (ნაკერით ქვემოთ) მოათავსეთ. ხორცს პომიდვრის წვენი და ღვინო დაასხით. ტაფა ფოლგაში გაახვიეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2 საათის განმავლობაში აცხვეთ.

8. რულეტის ქერქი შეწითლებული რომ გამოვიდეს, ცხობის ბოლოს ფოლგა მოხსენით და კერძი კიდევ 20 წუთით აცხვეთ.

ამ სადღესასწაულო კერძის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს