როგორ დავამარილოთ ღორის ქონი საკვებ ცელოფანში

2234

ექიმების თქმით, დღეში 20 გრ ღორის ქონი არა მხოლოდ შეიძლება, არამედ საჭიროც არის! ამ რეკომენდაციას ჩემს ოჯახში მამაკაცები უსიტყვოდ ასრულებენ. მაცივარში ღორის ქონის ნაჭერი ყოველთვის გვაქვს, ამასთან არა ერთი, არამედ რამდენიმე სახეობის. მამამთილი და ჩემი ქმარი ღორის ქონს წარმოუდგენელი სისწრაფით ჭამენ, ამასთან კარგად გამოიყურებიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ.

როგორ დავამარილოთ ღორის ქონი

ღორის ქონის გასინჯვას დიდი ხანი ვერ ვბედავდი. თერმული დამუშავების გარეშე, მით უმეტეს ცხოველური წარმოშობის საკვები სახიფათოდ მიმაჩნია. თუმცა დედამთილმა ჩემი კვებითი კომპლექსის განადგურება შეძლო. გულწრფელად ვაღიარებ: ახალ ნაყიდ ღორის ქონს დღემდე არ ვჭამ. ერთადერთი შემთხვევა, როცა ცდუნებას ვერ ვუძლებ – განსაკუთრებული „მშრალი“ რეცეპტით დამარილებული და სანელებლებში რამდენიმე დღე გაჩერებული ღორის ქონის თხელი ნაჭრები.

გემრიელი წასახემსებლის მომზადების უფრო მარტივი მეთოდი არსებობს. „ვივიენი“ უჩვეულო რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც პრეტენზიულ მჭამელებსაც კი მოეწონებათ. მერწმუნეთ, ამ რეცეპტს დამწყები კულინარიც კი გაუმკლავდება.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ღორის ქონი ტყავზე
  • 4 კბილი ნიორი
  • 0,5 ჭიქა მარილი
  • 1 ჩ/კ წიწაკის ნარევი
  • 1 ჩ/კ კვლიავი
  • 4 დაფნის ფოთოლი

დასამარილებლად ნებისმიერი ქონი გამოგადგებათ ხორცის ნაწილით ან მის გარეშე. დამარილებამდე პროდუქტი უნდა მოამზადოთ. მშრალი დამარილების წესების თანახმად, ღორის ქონს არ რეცხავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლით გაიჟღინთება და ისეთი გემო აღარ ექნება, როგორსაც ელოდებით.

მომზადება:

1. თვალხილული ჭუჭყი ღორის ქონს მშრალი პირსახოცით მოაშორეთ, ან დანით კარგად გაასუფთავეთ. უცხო მიკროორგანიზმებზე არ ინერვიულოთ, ქონი ყველა მავნე ბაქტერიას ანადგურებს.

2. პატარა ჭურჭელში დასამარილებლად ნარევი მოამზადეთ. დაპრესილ ნიორს მარილი და სანელებლები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. ღორის ქონს მარილის და სანელებლების ნარევი უხვად წაუსვით. მნიშვნელოვანია, რომ მარილმა ღორის ქონი მთლიანად დაფაროს. თუ ქონის დიდი ნაჭერი გაქვთ, შეგიძლიათ ოდნავ ჩაჭრათ და მასში მარილი ჩაყაროთ.

4. ზემოდან და ქვემოდან ორი დაფნის ფოთოლი დაადეთ და საკვებ ცელოფანში, პაკეტში ან ფოლგაში მჭიდროდ შეახვიეთ.

5. დასამარილებლად 6-8 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ. უკვე 2 დღის შემდეგ მზად იქნება. დამარილებული ღორის ქონი შეგიძლიათ 2 კვირა გააჩეროთ, მაგრამ მოთმინება გეყოფათ? გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს