თითოეული ადამიანი ოცნებობს თავისი მეორე ნახევრის პოვნასა და მასთან იდეალური ურთიერთობის დამყარებაზე. ძებნის პროცესში, დასახმარებლად მივმართავთ მეგობრებს, ნათესავებსა და მაჭანკლებს – ვისაც რა მიაჩნია უფრო მოსახერხებლად. რატომ არ ეკითხებით ვარსკვლავებს? მათ ნამდვილად შეუძლიათ თქვენთვის საიმედო რჩევების მოცემა.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეიძლება იყოს თქვენი გულის სწორი. შეიძლება, ჰოროსკოპის არ გჯეროდეთ, თუმცა დამთხვევები ნამდვილად არსებობს.
იდეალური პარტნიორი
1. ვერძი
ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული, აგრესიულები, მამაკაცურები და ენერგიულები არიან. ისინი მიისწრაფიან თავიანთი მიზნებისკენ და ამისთვის ყველაფერზე წავლენ. ცხოვრების გატარებას ისურვებდნენ თავდაჯერებულ და მტკიცე ხასიათის ადამიანთან, რომელსაც გარისკვის არ ეშინია.
ვერძისთვის ცხოვრების იდეალური თანამგზავრი იქნება ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები და მერწყული.
2. კურო
ცნობილია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები საიმედონი და მგრძნობიარენი არიან. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მზადაა, მოვალეობები საკუთარ თავზე აიღოს. კურო სიცოცხლის ბოლომდე ერთგულია ასეთი ადამიანის მიმართ. კუროებისთვის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია რომანტიკა – სავსე მთვარისას სეირნობა ან ვახშამი სანთლების შუქზე.
ყველაზე მყარ ურთიერთობებს ქმნიან მორიელთან, თხისრქასთან, ქალწულთან და თევზებთან.
3. ტყუპები
ეს ადამიანები უდარდელები და კეკლუცები არიან. ისინი შთაბეჭდილებას თავიანთი იუმორის გრძნობითა და ოპტიმიზმით ახდენენ. სწორედ ასეთივე ადამიანი სჭირდება ტყუპებს გვერდით – მხიარული და თავქარიანი.
ტყუპებს ყველაზე მეტად უხდება მშვილდოსანი, ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.
4. კირჩხიბი
ეს საკმაოდ ჩაკეტილი ნიშანია. ადამიანის მიმართ ნდობის გასაჩენად მას დიდი დრო სჭირდება. თუ ეს მაინც მოხდება და კირჩხიბი გაგეხსნებათ, არ ინანებთ: იგი ერთგული და თავდადებული მეგზური იქნება თქვენი ცხოვრებისა. კირჩხიბს სჭირდება ჭკვიანი ადამიანი, რომელიც შეძლებს მის დაინტერესებას, ასევე, სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებას.
იდეალური პარტნიორები: მორიელი, კურო, თევზები, ქალწული.
5. ლომი
ძალიან ცხელი და ოპტიმისტური ადამიანები… ლომის გვერდით უნდა იყოს ჭკვიანი, საინტერესო და თავგადასავლებისთვის მზა ადამიანი. მასთან ვერ მოიწყენთ, თუმცა ლომი ვერ იტანს გვერდით მოსაწყენ ადამიანს. მას სჭირდება ისეთი ვინმე, ვინც შეძლებს მისთვის თავის შეყვარებას და მუდმივად გააოცებს სხვადასხვა ქცევით.
კარგ წყვილს მივიღებთ ლომისა და ტყუპების, სასწორის, მშვილდოსნის ან ვერძის შეერთებით.
6. ქალწული
ქალწული – გონებისა და საღი აზრის იდეალური შეხამებაა. იგი პრეტენზიული და დეტალებისადმი ყურადღებიანი ნიშანია. ეს პერფექციონისტები ვერ იტანენ სულელ და ხელმისაწვდომ ადამიანებს. ქალწულს ჭკვიანი და საიმედო მეგზური სჭირდება.
მისთცის იდეალურია მორიელი, თხისრქა, კირჩხიბი და კურო.
7. სასწორი
ეს კეთილი, ნაზი და მგრძნობიარე ადამიანი სილამაზის ნამდვილი შემფასებელია. თუ იგი ლამაზ, ჭკვიან და უჩვეულო ადამიანს შეხვდება, ადგება და უბრალოდ გააბედნიერებს.
სასწორმა გულის სწორი უნდა მოძებნოს ტყუპებში, მერწყულებში, მშვილდოსნებში ან ლომებში.
8. მორიელი
მამაცი ადამიანები, რომლებსაც რკინის ნებისყოფა აქვთ. თუ ისინი რაღაცაზე კონცენტრირდებიან, გზად ვერაფერი გადაეღობებათ. მორიელის გვერდით უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მისი გამოწვევა შეუძლია. მორიელი ურთიერთობაში ღრმა და უპირობო სიყვარულს დებს. ამიტომ, მას იზიდავს ადამიანი, რომელსაც დიდი წარმოსახვა და ღრმა შინაგანი სამყარო აქვს.
მისი მონათესავე სულები არიან თევზები, ქალწული, თხისრქა და კირჩხიბი.
9. მშვილდოსანი
მკვეთრი და შთამბეჭდავი მშვილდოსანი ცხოვრებით ბოლო წუთამდე ტკბება. მისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება და დამოუკიდებლობა. შესაბამისად, იგი თავისი პარტნიორისგანაც იმავეს ელის – თავისუფლებასა და ღია შეხედულებებს.
მშვილდოსნისთვის იდეალური პარტნიორი შეიძლება იყოს ლომი, მერწყული, ვერძი ან სასწორი.
10. თხისრქა
ამბიციური და კონსერვატიული ადამიანია. იგი შესანიშნავად ფლობს საკუთარ თავს, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარეა. ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მტკიცე, მომთხოვნი და ჟინიანია. თხისრქის პარტნიორი უნდა გამოირჩეოდეს ინტელექტის, მოდისა და გონებამახვილობის კომბინაციით.
იდეალურ ურთიერთობას ააწყობს თევზებთან, კუროსთან, ქალწულთან ან მორიელთან.
11. მერწყული
მზად ხართ აქტიური ცხოვრებისთვის, სიგიჟის მარცვლებით? მაშინ მერწყულისთვის ხართ ზედგამოჭრილი. ეს მეგობრული, მხიარული და საინტერესო ადამიანია. მისი პარტნიორი უნდა იყოს გონებამახვილი და უნდა ჰქონდეს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა. ხოლო, თუ მას მზარეულობაც შეუძლია, მერწყულის გულს ნამდვილად დაიპყრობს.
მერწყულისთვის იდეალურია ურთიერთობა სასწორთან, ვერძთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან.
12. თევზები
ამ ნიშნისთვის ურთიერთობა ყველაზე მაღლა დგას. ესაა ძალიან მგრძნობიარე, მოწყვლადი და ემოციური ადამიანი. თევზები ეძებს პარტნიორს, რომელიც გააძლიერებს. იგი აფასებს გონებასა და ხელოვნებისადმი სიყვარულს. თევზების გულს დაიპყრობთ რომანტიკული და ფილოსოფიური საუბრებით.
მისთვის შესანიშნავი მეგზური შეიძლება იყოს კირჩხიბი, მორიელი, თხისრქა და კურო.
ყველაზე ხშირად, ჩვენ პარტნიორს ზოდიაქოს მიხედვით არ ვირჩევთ, რადგან ეს ნამდვილად არაა ის, რასაც ადამიანს პირველ რიგში ვეკითლხებით. თუმცა, კარგი იქნება, ხანდახან ვარსკვლავებს რომ მოვუსმინოთ და ცხოვრების მეგზური ასე ავირჩიოთ. ამბობენ, რომ ციური სხეულები არ იტყუებიან…