12 ერთნაჭრიანი სამოსი დამწყები მკერავისთვის

4591

მე, როგორც ნებისმიერ სხვა გოგოს, ლამაზი კაბები, ქვედაბოლოები და პერანგები ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ახალ ნივთთან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა – კომფორტი და სილამაზე. ასევე მსურს, რომ ჩემნაირი ტანსაცმელი სხვას არავის ჰქონდეს.

ამ სიტუაციიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: ნივთები ან დიზაინერს შეუკვეთოთ, ან თავად შეკეროთ. რა უნდა ვქნათ, თუ დიზაინერული ტანსაცმლის ფული არ გაქვთ, ხოლო კარგად კერვა ვერ ისწავლეთ?

ცოტა ხნის წინ ჩემმა დაქალმა, რომელსაც ხელსაქმე ძალიან უყვარს, მითხრა, რომ სრულად მარტივი თარგები არსებობს, რომელთა დახმარებით ტანსაცმლის შეკერვას სკოლის მოსწავლეც კი შეძლებს. როცა ეს თარგები ვიპოვე, მივხვდი, რომ ჩემნაირი ადამიანებისთვის შესანიშნავი გამოსავალი იყო. უკვე ერთ კვირაში კარადაში ჩემ მიერ შეკერილი 2 ახალ კაბა და 1 ტუნიკა მეკიდა.

მოდური თარგები

სწორედ ამიტომ, დღეს „ვივიენმა“ თქვენთვის 12 სხვადასხვა თარგი შეარჩია, რომელთაც დამწყები მკერავიც კი გაუმკლავდება. იდეების საწყობი!

1. ყურადღება მიაქციეთ, როგორი მოდური ტუნიკის შეკერვას შეძლებთ ამ მარტივი თარგის დახმარებით.

2. ასეთი მოდური კოფთა ქვედაბოლოს ან შარვლის შესანიშნავი დანამატი იქნება. მოხერხებული და მოდური გადაწყვეტილება ოფისში სამუშაოდ. ასე არაა?

3. მსუბუქი, მარტივი და ამასთან ძალიან ქალური და მოდური!

4. წელს მხრების გაშიშვლება მოდაშია. ასეთი კაბა შეიკერეთ და ბოლო მოდური ტენდენციების მიმდევარი ნამდვილად გახდებით.

5. ეს კაბა-ტუნიკი კი სერიიდან „გამოჭერით და ჩაიცვით“.

6. ასეთი კაბით შეგიძლიათ სამსახურში ან სასეირნოდ წახვიდეთ.

7. სასურველია, პირველ რიგში გეგმა მილიმეტრულაზე შექმნათ და ქაღალდზე მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანეთ. ქსოვილი კარგად უნდა გაასწოროთ, ორჯერ გაკეცოთ და თარგი დაადოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის, თარგის ყველა დეტალი შეგიძლიათ ცარცით შემოხაზოთ.

დამატებითი ადგილის შექმნა არ დაგავიწყდეთ! ნაჭერი სჯობს დიდი ბასრი მაკრატლით გაჭრათ, რომ ქსოვილის დაზიანება თავიდან აიცილოთ.

ქსოვილი ისე უნდა გაჭრათ, რომ დეტალი, რომელიც გჭირდებათ, მარჯვნივ იყოს, ხოლო ქსოვილის დანარჩენი ნაწილი მარცხნივ. ყველა დეტალის მომზადების შემდეგ შეგიძლიათ აწყობას შეუდგეთ. ჯერ ხელით გაკერეთ, ხოლო საკონტროლო მოზომების შემდეგ, როცა ყველა დეტალი გამოსწორებულია, შეგიძლიათ მანქანით გაკეროთ.

8. მოდური და გემოვნებიანი.

9. მოდური ბლუზის კიდევ ერთი მოდური თარგი სერიიდან „უფრო მარტივი არ არსებობს“. ხვალვე ამის შეკერვას დავიწყებ.

10. ასეთი ლამაზი პერანგით ძალიან ქალური და ელეგანტური იქნებით.

11. ასეთ ბლუზზე უფრო ადვილი შესაკერი არაფერი არსებობს.

12. შესანიშნავი გადაწყვეტილება ყოველდღიური ჩაცმულობისთვის. პრაქტიკული, მოსახერხებელი და დახვეწილი!

ტანსაცმლის მაღაზიებში მოდურ ლუქებს კარგად დააკვირდით და მიხვდებით, რომ ერთი შეხედვით რთული ნივთი მარტივი შესაკერია. იდეის განსახორციელებლად აუცილებელი არაა, რომ პროფესიონალი იყოთ, საკმარისია კერვის ძირითად უნარებს ფლობდეთ. ასეთი მარტივი თარგების დახმარებით დიდი ფინანსური ხარჯის გარეშე მოდურად ჩაცმას და თქვენი შემოქმედების, გემოვნების და სტილის გამოვლენას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს