მოამზადეთ მანდარინის რაჰათ-ლუხუმი – იაფი და სასარგებლო ტკბილეული

4174

როგორ შეიძლება, ადამიანს ლუხუმი არ უყვარდეს? როცა ამ აღმოსავლურ ტკბილეულს პირველად სინჯავთ, იგი ისეთივე ზღაპრულად გეჩვენებათ, როგორც ათას ერთი ღამე: ტკბილი, მკვრივი, მრავალი დანამატით. ხოლო, როცა მას უფრო ახლოს ეცნობით, ხვდებით, რომ შეგიყვარდათ. ტკბილი კუბების მაღაზიაში კოსმოსურ ფასებად შეძენა საჭირო სულაც არაა: ლუხუმის მომზადება არც თქვენს საკუთარ სამზარეულოშია რთული. ნუთუ, ეს უტოპია არ არის?

საკუთარი ხელით მომზადებული ლუხუმი ჭეშმარიტი სიამოვნებაა დიასახლისებისთვისა და მათთვის, ვისაც საშინაო ტკბილეულის გასინჯვის ბედნიერება ხვდება წილად.

დღევანდელ სტატიაში, ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ლუხუმის მომზადების რეცეპტს, რომელიც სულ 4 ინგრედიენტისგან შედგება. ყოველგვარი ჟელატინის, აგარ-აგარის, კონსერვანტისა და საღებავის გარეშე – მაღაზიისაზე ასჯერ უფრო გემრიელი!

შინ მომზადებული ლუხუმი

ინგრედიენტები

  • 400 მლ ახლადდაწურული მანდარინის წვენი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. სახამებელი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • ქოქოსის ფანტელი მოსართავად

მომზადება

1. დაწურეთ მანდარინისგან 400 მლ წვენი, მოაშორეთ კურკები და რბილობი.

2. ჩაასხით წვენი ქვაბში, დაუმატეთ სახამებელი, ჩაყარეთ შაქარი და კარგად მოურიეთ, კენჭები რომ არ გაჩნდეს.

3. დადგით ქვაბი ცეცხლზე და დაელოდეთ მასის ადუღებას, მუდმივად ურიეთ. შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ სითხე საშუალო სისქის ჯემისებრი მასის მიღებამდე.

4. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ 1 ს.კ. კარაქი და კარგად ათქვიფეთ.

5. ლუხუმის ფორმებს წაუსვით კარაქი, შემდეგ გაავსეთ მანდარინის ცხელი მასით. შედგით მომზადებული ფორმები მაცივარში სრულად გაგრილებამდე, უმჯობესია, მთელი ღამით.

6. ფრთხილად ამოიღეთ გაგრილებული ლუხუმი ფორმებიდან, დაჭერით ულუფებად და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

7. შინ მომზადებული რაჰათ-ლუხუმი, ყოველგვარი კონსერვანტისა და საღებავის გარეშე, მზადაა!

თურქული დახვეწილი დესერტი გულგრილს არავის დატოვებს! მისი მომზადება, ყველაზე მეტად, ბავშვებს უხარიათ – ისინი ხომ ყველაზე პროფესიონალი ტკბილიჭამიები არიან.

ტკბილეული შეგიძლიათ ნებისმიერი წვენით მოამზადოთ, დაუმატოთ თხილი ან ამოავლოთ სეზამის თესლში. თუმცა, რაც მთავარია, მაღაზიის კონფეტებისგან განსხვავებით, შინ მომზადებული ლუხუმი არ ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას და თითქმის არ ვნებს ფიგურას (აბა, შეიკავე თავი და არ მიირთვა!).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს