ოჯახის წევრების ნაცრისფერი ყოველდღიურობა რომ გავახალისო, ვაცხობ ბლინებს რძით, შემდეგ კი ვამზადებ მოხარშულ კრემს. ასეთი დესერტის მომზადება მარტივია, მის გემოს კი სიტყვებით ვერ გადმოსცემთ – ეს უნდა გასინჯოთ!
კრემიანი ბლინები იდეალურია ოჯახური ჩაის სმის ან საუზმის დროს. სასიამოვნო, ტკბილი დილა გარანტირებული გექნებათ!
რძიანი ბლინები
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოამზადოთ ბლინები მოხარშული კრემით.
ინგრედიენტები ბლინებისთვის
- 500 მლ რძე
- 200 გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- ვანილინი გემოვნებით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 500 მლ რძე
- 3 ს.კ. ფქვილი
- 2 კვერცხი
- 70 გ კარაქი
- 200 გ შაქარი
მომზადება
1. ბლინების მოსამზადებლად, ღრმა თასში შეურიეთ რძე, ფქვილი, კვერცხი, ზეთი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილინი. ათქვიფეთ მიქსერით და გააჩერეთ 30 წუთით.
2. წაუსვით ტაფას ზეთი და გაახურეთ საშუალო ცეცხლზე. აცხვეთ ბლინები ოქროსფრადე, ორივე მხრიდან.
3. მოხარშული კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ კარაქი. ცალკე თასში შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი. კარგად მოურიეთ ხელით ან მიქსერის გამოყენებით.
4. ქვაბში გაათბეთ რძე, დაუმატეთ ათქვეფილი მასა. მუდმივად ურიეთ და ადუღეთ გასქელებამდე. მომზადების შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება. გრილი კრემი ათქვიფეთ კარაქთან ერთად, ჰაეროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
5. წაუსვით თითოეულ ბლინს ნახევარი ს.კ. კრემი. შემდეგ, თითოეული ბლინის კიდეზე მოათავსეთ 2 ს.კ. კრემი და ფრთხილად დაახვიეთ რულეტი.
6. სულ ესაა, ბლინები მოხარშული კრემით მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
თუ ტრადიციული ფუმფულა ბლინები არ მოგწონთ, გთავაზობთ სუპერ თხელი ბლინების მომზადებას რეცეპტით, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვიყენებ.