უძველესი დროიდან მზე კაცობრიობის აღფრთოვანებას იწვევდა: დიდებული ვარსკვლავი ძალიან ბევრი ცივილიზაციის რელიგიური და კულტურული რწმენის ობიექტი გახდა, რომლებიც მას ზეციურ ღმერთად, ცხოვრების, სითბოს და კეთილდღეობის მატარებლად მიიჩნევდნენ. მზე დედამიწას თავის ენერგიას უგზავნის, სიცოცხლეს აწვდის და ათბობს. ამ მარტივ ტესტში ერთ-ერთი მზე უნდა აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. ჩვენ გიამბობთ, ცეცხლოვანი ვარსკვლავი თქვენს პიროვნებას როგორი პოზიტიური განსაკუთრებულობით განსაზღვრავს.
„ვივიენი“ ხასიათის განმსაზღვრელი ტესტის გავლას გთავაზობთ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვისაც ზაფხულის მცხუნვარე მზე მოენატრათ.
ადამიანის ხასიათი
აირჩიეთ მზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. ახლა კი ქვემოთ მოცემული განმარტება წაიკითხეთ.
მზე #1
თქვენი ფიქრები ყოველთვის პოზიტიურ ტალღაზეა, ხოლო ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. თქვენთვის სამყარო გასაოცარი და მშვენიერი, შესაძლებლობებით სავსეა, რომელთა ხელიდან გაშვება უბრალოდ ცოდვაა. სირთულეებს მარტივად უმკლავდებით და უსიამოვნო მოვლენებს მუხლის მოდრეკის საშუალებას არ აძლევთ.
თქვენი სულიერი ნებისყოფა ბევრს შურს, ამიტომ გემეგობრებიან და თქვენი ენერგიით შთაგონებას იღებენ. მშვიდი, გაწონასწორებული და დაკვირვებული ხართ. გირჩევნიათ გაჩუმდეთ, როცა უცაბედად ვინმეს არ აწყენინოთ. მეგობრებს ფრთხილად ირჩევთ, ამიტომ ირგვლივ მხოლოდ ნამდვილი და ერთგული მეგობრები გყავთ.
მზე #2
პატივისცემა თქვენთვის ურთიერთობის ამოსავალი წერტილია. სხვებს პატივს სცემთ და იმავეს თქვენთან ურთიერთობაშიც მოითხოვთ. პირად სივრცეს დიდად აფასებთ და სხვებს თქვენს ცხოვრებასა და პრობლემებში ჩარევის უფლებას არ აძლევთ.
დიდ კომპანიებს და ხალხმრავლობას ვერ იტანთ, მაგრამ როცა ახლობლებს დახმარება სჭირდებათ, ყოველთვის მათ გვერდით იმყოფებით. გულწრფელობა თქვენთვის პირველ ადგილზეა. კეთილშობილი ადამიანი ხართ, მაგრამ ფრთხილად იყავით – ბევრი ადამიანი თქვენით უბრალოდ სარგებლობს.
მზე #3
ცნობისმოყვარე, მახვილი გონების ადამიანი ხართ. ხოლო მეცნიერების შესწავლის სურვილი მგონი არასდროს გაგიქრებათ. დროის უმეტეს ნაწილს თვითგანვითარებას უთმობთ. ძალიან თვითკმარი ხართ და არ გიყვართ, როცა გითითებენ, თუ როგორ იმოქმედოთ.
გაურკვევლობა არ გაშინებთ, თავგადასავლებისკენ ლტოლვა კი სისხლში გაქვთ. ფარისევლობას და ტყუილს ვერ იტანთ. ცდილობთ, დანაპირები ყოველთვის შეასრულოთ. თქვენ შესანიშნავი მეგობარი ხართ!
მზე #4
თქვენი უშრეტი ენერგიით და ცხოვრების მიმართ სიყვარულით ირგვლივ ყველა გაოცებულია. ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. თავში ათასი იდეა გაქვთ, რომელთა დაუყონებლივ განხორციელება გსურთ. შეუპოვარი და უკომპრომისო ხართ. დიდი მიზნები გაქვთ და ვარსკვლავამდე აუცილებლად მიაღწევთ.
მზე #5
გიყვართ იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს სჭირდება. მზად ხართ, მთები გადაადგილოთ, რომ სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ. კეთილი საქმეები, დიდი თუ პატარა, როგორც მზის სხივი თქვენი დიდებული გულის ასახვას წარმოადგენს. ათბობთ მათ, ვისაც სცივა. როგორც ნამდვილი მზე იმედს და შთაგონებას ანიჭებთ. იბრწყინეთ და არასდროს გაჩერდე!
მზე #6
საინტერესო და მხიარული ადამიანი, კომპანიის სული და გული ხართ. დროის კარგად გატარება შეგიძლიათ და ცხოვრებიდან მაქსიმუმ სიამოვნებას იღებთ. თქვენთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი დაბრკოლება და წარუმატებლობა დასახული მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ცხოვრებაში თავაწეული დადიხართ და ზუსტად იცით, თუ კონსტრუქციული კრიტიკა უსარგებლოსგან როგორ განასხვაოთ. თქვენ ადამიანები რჩევისთვის მოგმართავენ, ხოლო თქვენი მაღალი ღირებულებები სხვებისგან გამოირჩევა.
მზე #7
სამწუხაროა, რომ ერთი დღე მხოლოდ 24 საათს შეიცავს, თქვენ ხომ რამდენი საქმე უნდა მოასწროთ! ბევრი მიზანი გაქვთ, რომელთა მიღწევასაც აპირებთ, ამიტომ ძვირფას დროს უაზროდ არ ხარჯავთ. სხვები თქვენში ენერგიულ და მიზანდასახულ ადამიანს ხედავენ, რომელიც არასდროს არ ნებდება.
ნამდვილი მებრძოლი ხართ, რომელმაც ბევრი ომი გადაიტანა, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებს. ახლობლებზე დადებით გავლენას ახდენთ და მათ თქვენი ენერგიით შთაგონებას ანიჭებთ.
მზე #8
თქვენი მოთმინების და ატანის შეიძლება მხოლოდ გვშურდეს. გონიერი ადამიანი ხართ, სხვებს თქვენს კომპანიაში ყოფნა სიამოვნებს. ცარიელ სიტყვებს არ ისვრით და ვინმეს იშვიათად აბრაზებთ. თქვენი გაბრაზებაც მარტივი არაა!
„100-ჯერ დაფიქრდი, ერთხელ გაჭერი“ – ზუსტად რომ თქვენზეა. დარწმუნებული ხართ, რომ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ, შემდეგ კი იმოქმედოთ. სიყვარული თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად მეორეხარისხოვან გეგმად მიიჩნევთ, რადგან პრიორიტეტს დასახული მიზნების მიღწევა და ოცნებების ახდენა წარმოადგენს.
ვიმედოვნებ, ეს მარტივი, ფსიქოლოგიური ტესტი ხასიათის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობას სხვა კუთხით დაგანახებთ, მასში დადებით თვისებებს იპოვით და სასიცოცხლო ენერგიას საჭირო რელსებზე გადაიტანთ.