თუ სკუმბრია თქვენი სუფრის იშვიათი სტუმარია, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ ამ შეცდომის გამოსწორებას. ეს თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებას, ასევე, შესანიშნავია მოხარშული ან, თუნდაც, კოტლეტების სახით.
სკუმბრიას კოტლეტები
ამ რეცეპტში ინგრედიენტების პროპორცია საშუალებას გვაძლევს, მცირე რაოდენობით თევზისგან მოვამზადოთ უამრავი გემრიელი კოტლეტი სტაფილოს შიგთავსით.
სკუმბრიისგან ყველაზე გემრიელი კოტლეტები გამოვა, თუ თევზის ფარშს ცოტაოდენ როზმარინს ან სალბს დაუმატებთ. სწორედ ეს ბალახებია საუკეთესო შემავსებელი თევზის კერძისთვის.
ინგრედიენტები
- 600 გ სკუმბრია
- 300 გ კარტოფილი
- 1 დიდი სტაფილო
- 1 კონზა მწვანე ხახვი
- 1 ს.კ. სუფრის პირშუშხა
- 100 გ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 100 გ საფანელი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- სალბი, როზმარინი
მომზადება
1. პირველ რიგში, მოამზადეთ თევზი. სკუმბრია კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი. ფილე წვრილად დაჭერით დანით.
თევზი შეგიძლიათ ბლენდერში დააქუცმაცოთ, მაგრამ გაცილებით გემრიელი გამოვა, თუ კოტლეტებში მოზრდილ ნაჭრებსაც დატოვებთ.
2. კარტოფილი გარეცხეთ, მოხარშეთ და აქციეთ პიურედ. სტაფილო დაჭერით პატარა კუბებად, თუმცა, შეგიძლიათ მსხვილი სახეხის გამოყენებაც. ამის შემდეგ, სტაფილო შეწვით ზეთზე.
3. ჭურჭელში შეურიეთ თევზის ფარში, პირშუშხა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კარტოფილის პიურე. აუცილებლად დაუმატეთ ცოტაოდენი სანელებელი.
4. მასა დაყავით 8 ნაწილად და გააბრტყელეთ. ფირფიტის ცენტრში მოათავსეთ ცოტაოდენი სტაფილო.
5. ფრთხილად გამოძერწეთ კოტლეტები, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ – ათქვეფილ კვერცხში. ამის შემდეგ, ამოავლეთ საფანელში.
6. კოტლეტებმა ფორმა რომ შეინარჩუნოს, შედგით მაცივარში 15 წუთით. შეწვით 5-5 წუთით ორივე მხრიდან, ნელ ცეცხლზე.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ თევზის კოტლეტები. კარგი იქნება, თუ მას ახალმომზადებულ სალათთან ერთად მიირთმევთ.
ასეთი კოტლეტები შეგიძლიათ გაყინოთ კიდევაც, საჭირო მომენტში კი აიღოთ და შეწვათ. მსგავსი კერძები გადაგარჩენთ, როცა უცებ სუფრის გაშლა იქნება საჭირო, დრო კი ცოტა გაქვთ.