როგორ აუმჯობესებს ქსოვა ჩვენს ცხოვრებას

2996

ჩვენს დროში ხანში შესულ ადამიანებშიც კი გაცილებით დაბალია ინტერესი ქსოვის მიმართ, ვიდრე ეს დაახლოებით 10 წლის წინ იყო. და, მიუედავად იმისა, რომ საქსოვი ხელსაწყოები დღეს უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე არასდროს, ნაქსოვი ნივთების შეძენაც გამარტივა. ამიტომ, ბევრი უბრალოდ ვერ ხედავს აზრს, დახარჯოს დრო საქსოვ ხელსაწყოებთან, ყაისნაღებთან, ძაფებთან… სულ ტყუილად!

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რაში მდგომარეობს ქსოვის სარგებელი და როგორ შეუძლია ამ, ერთი შეხედვით, მონოტონურ საქმიანობას თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ახალგაზრდებისთვისაც კი, ქსოვა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე კომპიუტერთან ჯდომით შარვლების გაცვეთას.

ქსოვა

პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ ხელის თითების გამოყენებით, ადამიანს შეუძლია ისეთი ფაქიზი და ზუსტი მოქმედებების შესრულება, რომლებიც არც ერთ დედამიწელ სხვა არსებას არ შეუძლია. ამ მოქმედებების შერულება კი შეუძლებელია ტვინის უამრავი ზონის მოქმედების გარეშე.

შედეგად, რაც მეტად ამუშავებს ადამიანი წვრილ მოტორიკას, მით უფრო ძლიერად ავარჯიშებს ტვინს, რაც უფრო საღად აზროვნებაში უწყობს ხელს. ამასთან, დეკორისა და მოძრაობების გათვლისას, ჩვენ საკუთარი კრეატიულობის განვითარებაზეც ვზრუნავთ.

ქსოვისას ადამიანი მშვიდდება, უმცირდება წნევა, უნელდება პულსი. ამ მომენტებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეწოლა მცირდება, იგი ნაკლებად იცვითება. შეიძლება ითქვას, რომ, ქსოვის დროს, ადამიანი რეალურად ისვენებს.

ასევე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქსოვის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ადამიანის სისხლში იზრდება ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის დონე. ამიტომ, სულელური აზრები მალევე გაქრება თქვენი თავიდან.

ქსოვის პროცესი სასარგებლო გავლენას ახდენს თვალებზეც. ერთი მხრიდან მეორე მხარისკენ მუმდმივი მოძრაობები თვალებს არ აძლევს გამოშრობის საშუალებას, რაც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა კატარაქტა და მაკულარული დეგენერაცია.

ამერიკელი სპეციალისტი ჰერბერტ ბენსონი კი ქალურ ხელსაქმეს, მათ შორის, ქარგვასა და ქსოვას, ნამდვილ მედიტაციას ადარებს. თუმცა, ეს ეფექტი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანი უკვე სწავლობს ინსტრუმენტების თავისუფლად ფლობას.

ქსოვის პროცესი იმდენად სასარგებლოა, რომ ხნიერი მამაკაცებიც კი იწყებენ ამ ხელოვნების დაუფლებას. ეს აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ცხოვრებაში სტრესი ძალიან დიდი რაოდენობითაა. ამიტომ, გაცილებით სასარგებლო და სასიამოვნოა საღამოს გატარება ცოლთან ერთად, საინტერესო ნივთების ქსოვით, ვიდრე ტელევიზორში დეპრესიული სიახლეების ნახვა. ასე არ არის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს