როგორ მოვამზადოთ მარინადი ბოსტნეულის შესანახად

1965

თითქმის ყველა დიასახლისს თავისი პატარა ხრიკი გააჩნია, რომ დამწნილებული კიტრი ხრაშუნა იყოს, პომიდორი დიდხანს არ გაფუჭდეს, ხოლო წიწაკა სურნელოვანი და ზომიერად ტკბილი გამოვიდეს.

ზამთარში საკუთარი ხელით მომზადებული კიტრის მწნილის ან სალათის გახსნა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა.

ბოსტნეულის კონსერვებში ხშირად სუფრის ძმარი გამოიყენება, რომელიც კარგ კონსერვანტს წარმოადგენს, მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ უხდება.

„ვივიენი“ გიამბობთ, თუ რით უნდა ჩაანაცვლოთ ძმარი ბოსტნეულის დამწნილების დროს. ასევე ყველაზე კარგი მარინადების რეცეპტებს გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ მარინადი

ჩვეულებრივ ძმარს ლიმონის მჟავით ან ასპირინის აბებით ცვლიან. შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და კონსერვებისთვის ნატურალური პროდუქტები გამოიყენოთ, რომლებიც საკმარის სიმჟავეს შეიცავენ.

ძმრის მჟავა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პომიდვრით, წითელი მოცხარით, ლიმონით, ვაშლით და სხვა მჟავე პროდუქტით. შეგიძლიათ მოცხარის, ყურძნის, პირშუშხას და ალუბლის ფოთლები გამოიყენოთ.

ამ მცენარეებში შემავალი ფიტონციდების და ტანინების წყალობით ბოსტნეული არ გაფუჭდება და ვიტამინებს დიდხანს შეინარჩუნებს.

ძმრის გარეშე კონსერვის მომზადების გადაწყვეტილების მიღებისას ქილების და თავსახურების იდეალურად მომზადება არ დაგავიწყდეთ: ისინი უნდა გაასტერილუროთ, ამასთან ძალიან კარგად, რომ თავსახურის შებერილობა 100%-ით გამორიცხოთ.

კლასიკური მარინადი ყაბაყისთვის

ინგრედიენტები საკმარისია 1 ლიტრიანი ქილისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ 9%-იანი ძმარი
  • 1 ს/კ მსხვილი მარილი
  • ½ ღერო ცხარე წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი
  • მოცხარის ფოთოლი
  • კამის ქოლგა
  • 2-3 ბაჰარის წიწაკის მარცვლები

მომზადება:

  1. სტერილურ მინის ქილაში ნიორი, წიწაკა, მოცხარის ფოთლები და კამა მოათავსეთ.
  2. ყაბაყი რგოლებად დაჭერით და ქილა მჭიდროდ გაავსეთ.
  3. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, მასში მარილი, შაქარი და ძმარი გახსენით.
  4. მარილწყალი კვლავ აადურეთ და ქილებს დაასხით.
  5. ქილას თავსახური დაახურეთ და შეფუთეთ.
  6. გემრიელად მიირთვით.

კიტრი წითელი მოცხარის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 500-600 გრ კიტრი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1,5 ჭიქა წითელი მოცხარი
  • 3 წიწაკის მარცვალი
  • 3 მიხაკის თანაყვავილედი
  • 1,5-2 ს/კ შაქარი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 1 ლ მდუღარე წყალი

მომზადება:

  1. ქილის ძირში ყველა სანელებელი მოათავსეთ.
  2. ქილა კიტრით აავსეთ.
  3. ნახევარი ჭიქა მოცხარის კენკრას ტოტები მოაშორეთ და კიტრებს შორის ჩააწყვეთ.
  4. მარილწყალი მოამზადეთ. ამისთვის წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, დარჩენილი მოცხარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ.
  5. 5-7 წუთით ადუღეთ და გაზიდან გადმოდგით.
  6. ქილებს ცხელი მარილწყალი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
  7. 10 წუთით გაასტერილეთ, თავსახური დაახურეთ და შეფუთეთ.
  8. კიტრი მოცხარის მარინადში მზადაა, გემრიელად მიირთვით.

ბოსტნეულის ასორტი 4 სახეობის ფოთლის მარინადში

ინგრედიენტების რაოდენობა 3 ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები:

  • 2-3 კიტრი
  • 1 ყაბაყი
  • პატარა პომიდორი (რამდენიც ჩაეტევა)
  • 4 ყურძნის ფოთოლი
  • 4 ალუბლის ფოთოლი
  • 2 მოცხარის ფოთოლი
  • 2 პირშუშხას ფოთოლი
  • 4 კბილი ნიორი
  • 3 პატარა ხახვი
  • 3 ოხრახუშის ტოტი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მსხვილი მარილი
  • 5 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადება:

  1. ქილის ძირში ფოთლები, ნიორი და მწვანილი მოათავსეთ. ხახვი დაჭერით, ან გაასუფთავეთ და მთლიანად ჩააწყვეთ.
  2. ქილაში პომიდორი, კიტრი და ყაბაყი მოათავსეთ, სანელებლები, მარილი და შაქარი დაუმატეთ.
  3. მდუღარე წყალი დაასხით.
  4. სტერილური თავსახური დაახურეთ.
  5. 20 წუთით გაასტერილეთ.
  6. თავსახური მოხუფეთ და შეფუთეთ.

ტკბილი პომიდორი ვაშლის ძმრის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 35 მლ ვაშლის ძმარი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 2 ბაჰარის წიწაკის მარცვალი
  • 2-3 ფირფიტა ნიორი
  • 3 ტოტი ოხრახუში
  • 10 ქინძის თესლი
  • 3 კვირტი მიხაკი
  • 1 ცხარე წიწაკა

მომზადება:

  1. სანელებლები ორ სუფთა ორლიტრიან ქილაში მოათავსეთ.
  2. პომიდვრები კბილის ჩხირით დახვრიტეთ და ნიორთან ერთად ქილაში მოათავსეთ.
  3. ბოსტნეულს მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით გააჩერეთ და წყალი ცალკე ჭურჭელში გადაასხით.
  4. ეს წყალი კვლავ აადუღეთ, მასში მარილი, შაქარი და ძმარი გახსენით.
  5. მარინადით ბოსტნეულით სავსე ქილა აავსეთ.
  6. თავსახური მოხუფეთ და შეფუთეთ.
  7. გემრიელად მიირთვით.

არომატული და ფერადი ბულგარული წიწაკა ასპირინის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 3 კგ ტკბილი წიწაკა
  • 3-4 ბაჰარის წიწაკის მარცვლები
  • 3 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • დაფნის ფოთოლი
  • 2 აბი ასპირინი

მომზადება:

  1. წიწაკას ყუნწი და თესლები მოაშორეთ.
  2. თითოეული 4 ნაწილად გაჭერით.
  3. 3 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, წიწაკის მარცვლები, მარილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
  4. წიწაკა ამ ნარევში 5 წუთით დაამუშავეთ, შემდეგ სამლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, 2 აბი ასპირინი დაუმატეთ, ნახარში დაასხით და მოხუფეთ.

ცხარე წიწაკა პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები:

  • 4 კგ კიტრი
  • 200 გრ ნიორი
  • 3 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 250 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 150 გრ შაქარი
  • 1 ს/კ დაფქული წიწაკა
  • 30 ს/კ მარილი
  • 150 გრ 6%-იანი ძმარი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა

მომზადება:

  1. კიტრებს ბოლოები მოაჭერით. ძალიან დიდი ზომის კიტრი 4 ნაწილად გაჭერით.
  2. მზა კიტრს წყალი დაასხით, დაქუცმაცებული ნიორი და ძმრის გარდა ყველა დანარჩენი ინგრედიენტი დაუმატეთ. აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.
  3. ნახევარი საათის შემდეგ ძმარი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით გააჩერეთ.
  4. შემდეგ გაზიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და კიდევ 15-20 წუთით გააჩერეთ.
  5. კიტრი სოუსში ქილებში გადაანაწილეთ, 30 წუთით გაასტერილეთ.
  6. შემდეგ მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ, პირსახოცი დააფარეთ და გასაგრილებლად თბილ ადგილას დადეთ.
  7. გემრიელად მიირთვით.

ბოსტნეულის სალათი თაფლის მარინადში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხახვი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ პომიდორი
  • 400 გრ სტაფილო
  • 100 გრ თაფლი
  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ლ წყალი

მომზადება:

  1. ხახვი ნახევარგოლებად დაჭერით, ტკბილი წიწაკა ზოლებად, ხოლო პომიდორი 4 ნაწილად გაჭერით.
  2. სტაფილო გახეხეთ.
  3. 1 ლ წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ცოტა გააგრილეთ და მასში თაფლი გახსენით.
  4. თაფლიან წყალს ძმარი და მარილი დაუმატეთ.
  5. დაჭრილი ბოსტნეული ქვაბში მოათავსეთ და ზუსტად 1-2 წუთით მოთუშეთ.
  6. შემდეგ სუფთა ქილებში გადაანაწილეთ, მარინადი დაასხით და მოხუფეთ.
  7. ბოსტნეულის სალათი თაფლის მარინადში მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თქვენ ბოსტნეულის შესანახად როგორ მარინადს ამზადებთ? ორიგინალური რეცეპტები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს