ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ის ძალიან ბევრ ნივთს ანაცვლებს: მაღვიძარა, წიგნაკი, ფოტოაპარატი, ხმის ჩამწერი. მას უამრავი ფუნქცია გააჩნია. ურთიერთობა, მეგობრობა, სამსახური – ყველაფერი ამ პატარა მოწყობილობაშია. დაფიქრდით, დღეში რამდენჯერ იჭერთ ტელეფონს? როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ როგორ გიჭირავთ ტელეფონი.
პიროვნების განმსაზღვრელი ტესტი
ტელეფონის დაჭერის 4 ძირითადი მეთოდი არსებობს და თითოეული მათგანი ადამიანის პიროვნების განსაზღვრულ ტიპს შეესაბამება. ნახეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით! თავისუფალ დროს ფსიქოლოგიური ტესტის გავლით ადამიანი საკუთარი თავის უკეთ შეცნობას იწყებს და გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას ქმნის, ამასთან ეს საინტერესო პროცესია.
1. ტელეფონი ერთი ხელით გიჭირავთ და ტექსტს ცერა თითით კრეფთ.
ტელეფონის ერთი ხელით დაჭერა თქვენს მრავალამოცანიან რეჟიმს გულისხმობს. დისციპლინა თქვენი მეორე სახელია. დასახულ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდებით. ორგანიზებული და კონცენტრირებული ხართ, ყოველთვის იცით რა არის ცუდი და რა კარგი.
გულახდილი ადამიანი ხართ და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. საუბარი და საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან გიყვართ. აი, სხვა ადამიანის მოსმენა თქვენთვის მარტივი ამოცანა არაა. ადამიანები ხშირად გიბრაზდებიან, თუმცა ამას სპეციალურად არ აკეთებთ. ჭეშმარიტ სიყვარულს აფასებთ და მისი გატაცებისგან გარჩევა შეგიძლიათ. თქვენს მეორე ნახევარს ძალიან გაუმართლა, რადგან მის გამო ყველაფერზე წამსვლელი ხართ.
2. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ და ტექსტი ცერა თითით შეგყავთ.
ეს იმაზე საუბრობს, რომ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ხართ. ამას არასდროს მოითხოვთ, მაგრამ ყურადღება, ზრუნვა და დაცვა გსურთ. თქვენი გრძნობები ცხრაკლიტურის მიღმა მდებარეობს. გრძნობებს მეორე ნახევრის მიმართაც არ გამოხატავთ, ამიტომ მას შეიძლება სიყვარულის და ზრუნვის დეფიციტი აწუხებდეს. ეცადეთ, ახლობლებთან უფრო ლმობიერი და გულახდილი იყოთ. ისინი ნამდვილად გაგიგებენ.
3. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავთ და ტექსტს ორივე ცერა თითი კრეფთ.
ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ. შიშს და შფოთვას ხშირად განიცდით. რაღაცის არასწორად გაკეთება ან თქმა გაშინებთ. ყველაფრის კარგად გაკეთება გიყვართ, მაგრამ ხშირად ძალიან განიცდით, რომ რაღაც შეიძლება გამოგეპარათ.
საკუთარი თავის მიმართ უფრო ნაკლებად მომთხოვნი უნდა იყოთ და თვითშეფასებაზე ცოტა უნდა იმუშაოთ. თქვენი შრომისმოყვარეობით ბევრს მიაღწევთ, ორჭოფობას ყველაფრის განადგურების უფლება არ მისცეთ. თქვენ პარტნიორი გჭირდებათ, რომელიც გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. თუ მის გვერდით თავდაჯერებულობას იგრძნობთ, ის ზუსტად ის ადამიანია! მას მთელი გულით შეიყვარებთ, რადგან ნახევარი ძალით არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
4. ტელეფონი ერთი ხელით გიჭირავთ, ტექსტი მეორე ხელის საჩვენებელი თითით შეგყავთ.
წყნარი და მშვიდი ადამიანი ხართ, თქვენი მოქმედება ყოველთვის კარგად მოფიქრებულია. ალტრუიზმი გახასიათებთ. სხვების კეთილდღეობისთვის მზად ხართ საკუთარი ინტერესები მსხვერპლად შეწიროთ. სიმშვიდე, სახლის სიმყუდროვე და მეგობრების ვიწრო წრეში ყოფნა გიყვართ. ბრბოს და ხმაურიან წვეულებებს ვერ იტანთ. ურთიერთობაშიც ასეთი ხართ. კამათი, დრამა, ცრემლები და კარის მოჯახუნება – ეს თქვენზე არაა. ნამდვილი სიყვარული შეგიძლიათ და შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ბევრი რამ აპატიოთ.
ამ ტესტის დახმარებით არა მხოლოდ საკუთარი ხასიათის გამოვლენას, არამედ მეგობრების ან უცნობების პიროვნების ტიპის განსაზღვრასაც შეძლებთ. უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ უჭირავთ ტელეფონი. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ყველაფერს რაღაც ფარული აზრი გააჩნია.