დღეს ჩვენი რედაქცია კოტლეტების გამოცხობის მნიშვნელოვან ნიუანსებზე მოგიყვებათ.
ღუმელში გამომცხვარ კოტლეტებს განსაკუთრებული გემო აქვს და უფრო წვნიანი და რბილიც კი გამოდის, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.
თუ მათ ჩვენი რეცეპტის მიხედვით მოამზადებთ, მომზადების სხვა ვარიანტების შესახებ სამუდამოდ დაგავიწყდებათ.
როგორ გამოვაცხოთ კოტლეტები
ღუმელში მომზადებული კოტლეტები მოეწონებათ მათ, ვინც დიეტებს იცავს, რადგან მომზადებისთვის ზეთი არ გამოიყენება. კიდევ ერთი პლუსი: ერთ ჯერზე საცხობ ფორმაზე 15-20 კოტლეტის მოთავსება შეიძლება, რაც მთელ ოჯახს ეყოფა. და, რა თქმა უნდა, ღუმელში შეიძლება ძალიან რბილი, ნაზი კოტლეტების გამოცხობა სოუსით.
ინგრედიენტები
- 200 გ საქონლის ხორცი
- 300 გ ღორის ხორცი
- 1 თავი ხახვი
- 2 საშუალო კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 3 კბილი ნიორი
- 0.5 ჭიქა რძე
- 3 ნაჭერი თეთრი პური
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 200 მლ არაჟანი სოუსისთვის (სურვილისამებრ)
მომზადება
1. დაჭერით და ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი და ხახვი.
2. დახეხეთ კარტოფილი წვრილად (ასე კოტლეტები უფრო წვნიანი გამოვა).
3. დაუმატეთ ფარშს კარტოფილი, კვერცხი, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი და პილპილი. მოურიეთ.
4. დაასხით პურს რძე და აქციეთ ფაფად ბლენდერის გამოყენებით.
5. დაუმატეთ ფარშს პურის ფაფა და დაქუცმაცებული მწვანილი. თუ იგი თხევადი გამოვა, დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი ან მანი.
ბევრი დიასახლისი წლებით გამოცდილი სქემის მიხედვით მოქმედებს: მოამზადებს მასას, გამოძერწავს კოტლეტებს, გააცხელებს ზეთს და მაშინვე იწყებს კოტლეტების შეწვას. თუმცა, საუკეთესო შედეგისთვის, 1 საათით მაინც გააჩერეთ ფარში მაცივარში. მაშინ იგი უფრო ერთგვაროვანი გახდება, კარგადაც იძერწება, ფორმას შეინარჩუნებს და უკეთ გაიჟღინთება სანელებლების გემოთი.
6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დააფინეთ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი, ან ფოლგა (მაშინ კერძი 5 წუთით უფრო სწრაფად მომზადდება).
7. დაისველეთ ხელები და დაიწყეთ კოტლეტების ძერწვა. თუ დრო ბევრი არ გაქვთ, ამის გარეშეც შეიძლება. უბრალოდ დააბრტყელეთ ფარში მთლიანად საცხობ ფორმაზე.
8. დაალაგეთ მომზადებული კოტლეტები საცხობ ფორმაზე და აცვეთ 30-40 წუთით, გადაბრუნების გარეშე.
9. კოტლეტები უფრო წვნიანი და რბილი რომ გამოვიდეს, მოამზადეთ სოუსი. ამისთვის უამრავი ვარიანტი არსებობს, ჩვენ კი არაჟნის სოუსს გთავაზობთ
შეურიეთ 1 ჭიქა ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი და წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. ეს სოუსი ჩაასხით საცხობ ფორმაში კოტლეტების მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე.
10. სულ ესაა, წვნიანი კოტლეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!