როგორ შევნიღბოთ ძველი სკამები სადღესასწაულო დღეებში

5620

„დღესასწაულისთვის ძველი ავეჯი განვაახლე. იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მეშინია თოვლის ბაბუამ თან არ წაიღოს!“ – მითხრა ჩემმა დამ და ეშმაკურად გაიღიმა. მე კი, მის ხელნაკეთ ნივთებს აღფრთოვანებით შევხედე და იმავეს გაკეთების სურვილი გამიჩნდა.

ახალი წლის დღესასწაულზე ვცდილობთ, რომ სახლი მაქსიმალურად ელეგანტური და ლამაზი გავხადოთ. ნაძვის ხეს, ფანჯრებს და კედლებს საკუთარი ხელით ვრთავთ, ხოლო წვეულების დროს სუფრას ვშლით. რა არ არის საკმარისი? მართალია, სკამები! მარტივი დეკორი მათ არანაკლებად ეფექტურს გახდის. მთავარია, კარგი იდეა იპოვოთ და მისი განხორციელება დაიწყოთ.

© Depositphotos

სკამის საზურგის გადასაკრავი

დღეს „ვივიენი“ საზამთრო დღესასწაულისთვის სკამის საზურგის გადასაკრავების ნაკრებს გთავაზობთ. ქსოვილის, შარფის, სალფეთქის და ფორთოხლის ქერქისგანაც კი შეგიძლიათ გადასაკრავი გააკეთო!

1. უბრალოდ წარმოიდგინეთ: თოვლის ბაბუა თქვენს სახლში საჩუქრის მოსატანად ძალიან ჩქარობდა და ქუდი დარჩა. მისი გამოყენებისთვის შესანიშნავი იდეა არსებობს: სკამის საზურგეს ჩამოაცვით!

თავად მომზადების პროცესს ქვემოთ მოცემული სურათით მარტივად გაიგებთ.

2. ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი საახალწლოდ სკამის გასაფორმებლად – ფერადი და დიდი ბაფთის გაკეთება. უბრალოდ რამდენიმე ფერადი ქსოვილის ნაჭერი შეარჩიეთ და სკამის საზურგეს შემოახვიეთ, შემდეგ კი ლამაზი ბაფთა გაუკეთეთ.

თავად ბაფთა შეგიძლიათ გულსაბნევით, ნაძვის ხის სათამაშო ბურთით და მძივებით მორთოთ. თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

3. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ბავშვები სკამის ასეთი უჩვეულო დეკორით აღფრთოვანებულნი იქნებიან. პინგვინები და ფიფქიები განსაკუთრებით მომწონს.

ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ნებისმიერი ლამაზი ქსოვილი გამოიყენოთ, სკამს შემოახვიოთ და უკან გულსაბნევის სახით შეკრათ.

4. სკამის საზურგის გადასაკრავზე ნამდვილი თემატური საახალწლო აპლიკაციების შექმნა სცადეთ. სკამი სასაცილო თოვლის ბაბუებით, ფიფქიებით, საახალწლო ირმებით და სხვა ჯადოსნური პერსონაჟებით გააფორმეთ.

5. სკამის საზურგეზე შეგიძლიათ ნაძვის ხის მძივები დაკიდოთ ან ქაღალდის გირლანდა საკუთარი ხელით შექმნათ.

მბზინავების გამოყენებაც კი შეიძლება. ამისთვის იმპროვიზებულ ლენტაზე რამდენიმე საშობაო სათამაშო ჩამოაცვით და საზურგეზე დაკიდეთ. ოღონდ პლასტმასის ბურთები გამოიყენეთ, რომ ხელის უეცარი მოძრაობით შემთხვევით არ გაგიტყდეთ: საახალწლო დღესასწაულებზე ასეთი რამ ხშირად ხდება.

6. საახალწლოდ სკამების გასაფორმებლად შეგიძლიათ ფიფქია-გადასაკრავი, ფორთოხლის მძივები და გირჩებით, მანდარინებით ან ნაძვის ხის სათამაშოებით გვირგვინი გააკეთოთ.

შეგიძლიათ სკამის საზურგისთვის სანტა კლაუსის ქუდის ფორმის გადასაკრავი შეკეროთ. ან თბილი შარფები იყიდოთ და სკამებს შემოახვიოთ. ასევე შეგიძლიათ სკამს ფეხებზე წინდები ჩააცვათ – ასე არ გაიყინებიან.

თუ ასეთი ლამაზი დეკორების საკუთარი ხელით მომზადება გსურთ, ამ მასტერ კლასს გაეცანით.

სკამების ასეთი გაფორმება სახლში სადღესასწაულო განწყობას და მხიარულებას ნამდვილად მოიტანს. მსგავსი დეკორი შეგიძლიათ უკვე მზა სახით შეიძინოთ, შეუკვეთოთ ან საკუთარი ხელით შეკეროთ – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებულია. მე ბოლო ვარიანტს ვირჩევ. რამდენიმე ქსოვილის ნაჭერი, ძაფი და ნემსი უკვე მოვიმარაგე, რომ ზამთრის დღესასწაულს შემოქმედებითად შევხვდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს