როგორ გამოვიყენოთ ძველი ტანსაცმელი ყოფაცხოვრებაში

3664

ალბათ, იმის აღმოჩენა, თუ რამდენი უსარგებლო ნივთი დაგროვდა კარადაში, მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საქმე ძირფესვიან დალაგებამდე მიდის. ჩვენი უმრავლესობისთვის რთულია იმ ნივთებთან გამომშვიდობება, რომლებიც დიდხანს გვემსახურებოდნენ და ჩვენთვის რჩეულებიც კი იყვნენ ხოლმე.

თუმცა, გამომშვიდობების პროცესი შემსუბუქდება, თუ გეცოდინებათ, რომ ამ ძველ ნივთებს პრაქტიკული გამოყენება ექნებათ და სარგებელს ან სხვას, ან ისევ თქვენ მოგიტანთ. ძველი პერანგისა თუ ჯინსის შარვლების გამოყენების ვარიანტი უამრავია. მთავარია გესმოდეთ, ნამდვილად გინდათ ძველი ნივთების გადაკეთება თუ მათთან დამშვიდობება უფრო გაგიმარტივდებათ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ ძველი ნივთებისგან, რომლებიც უკვე ჩასაცმელად უვარგისია, და როგორ მოვარგოთ ჩვენს ყოფაცხოვრებას. ისღა დაგრჩენიათ, თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ.

ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე

როგორც ჩანს, ცხოვრების ეკოლოგიური სტილის შემოღება გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით გეჩვენებათ. უბრალოდ, გარკვეულწილად, უნდა შეამციროთ თქვენი მოთხოვნილებები და ისწავლოთ ნებისმიერი შეძენილი ნივთისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება.

განსაკუთრებით ფრთხილი დიასახლისების ჩვევაა, დიდხანს შეინახონ გაწელილი ბლუზები, დაქექილი პირსახოცები და სხვა ძონძები, რამდენადაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს აუცილებლად გამოადგებათ. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ხანდახან ეს ნივთები მართლა შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მაგალითად, ძველი ტანსაცმლის გამოყენება იატაკის ტილოდ შეიძლება. მართალია, ამ საქმისთვის ყველა ქსოვილი ვერ გამოგადგებათ, სტრუქტურული თავისებურებების გამო. იატაკის ზედაპირი მხოლოდ იმ ქსოვილებით იწმინდება, რომლებიც კარგად იწურება და ნაგავს არ ტოვებს, ასეთი კი ფლანელის მაისურები და პიჟამები, ასევე, ნატურალური ბამბაა.

თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ძველი ნივთებით იატაკის რეცხვა ცუდ ჩვევად ითვლება. ცრურწმენის თანახმად, მსგავსი ქცევა სახლის კეთილდღეობის ატმოსფეროს ნულამდე ამცირებს.

ასევე, ხალხური ცრურწმენები არ გვირჩევენ იატაკის მოწმენდას დღის მეორე ნახევარში. ამბობენ, რომ დღის სინათლეზე თვით უმაღლესი ძალები გვეხმარებიან სახლის სიბინძურისა და ცუდი ენერგეტიკისგან გაწმენდაში. შებინდებისას დალაგებით კი სახლში ავი სულების მოზიდვით რისკავთ.

ასევე, კატეგორიულად დაუშვებელია იატაკის მოწმენდა სტუმრად. ცრურწმენის მიხედვით, იატაკის ტილოზე ან ცოცხზე შეხებითაც კი შეიძლება სახლში დაგროვებული მთელი ნეგატივი შეიწოვოთ.

მათ, ვისაც ხალხური ცრურწმენების არ სჯერა, ასეთი ვარიანტი ეკონომიაშიც დაეხმარება, რამდენადაც ასე არ მოუხდებათ სპეციალური ტილოების ან ღრუბლების შეძენა.

ცრუმორწმუნე ადამიანებს თავიანთი ნივთების შემდეგნაირად გამოყენება შეუძლიათ: წაიღონ ეს ნივთები ცხოველთა თავშესაფარში, შეკერონ თოჯინების ტანსაცმელი ან უბრალოდ შეჭირვებულებს დაურიგონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს